Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი

რა მნიშვნელობა აქვს სახლში ბუნებრივ განიავებას?

გამოქვეყნებულია: 14/12/2022

10

ბუნებრივი ვენტილაციის იგივე „პასიური გაგრილების“ არსებობა ფართის ერთ-ერთი უმთავრესი  დადებითი მახასიათებელია რაც  სახლს შეიძლება ჰქონდეს. გარდა იმისა რომ ამ საშუალებით კომუნალური ხარჯები გვიმცირდება, ამსათანავე უფრო გლობალურ საკითხს დედამიწის ეკოლოგიას ვეხებით და მის გაუმჯობესებაში ვიღებთ მონაწილეობას.

პროექტირებისას ბუნებრივი განიავების სწორ დროს სწორი გათვლით უდიდეს ზეგავლენას ვახდენთ როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე ისე მათი ფინანსების დაზოგვაზე. გათბობა-გაგრილების სისტემის შემოღებამ თითქოს არაპრიორიტეტული გახადა სახლის ბუნებრივად განიავება რეალურად კი ვერცერთი ტექნიკური საშუალება ვერ ჩაანაცვლებს ბუნებრივს.


მაგალითისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი ქარების გათვალისწინება [სახლის რა ნაწილში ხვდება და იძლევა თუ არა მისი განვითარების საშუალებას], ფასადების აერო დინამიკა, დიდი ზომის ფანჯრების ადგილმდებარეობის სწორად გათვლა. თავის დროზე პროექტირებაში სწორი გადაწყვეტილებების მიღებით თავიდან მარტივად ავირიდებთ ორ მნიშვნელოვან პრობლემას: დახუთულ სივრცეს, ობიან კედლებს.


ფართის შეძენამდე მნიშვნელოვანია მისი სწორად შერჩევა. კუთხის, ან გამჭოლი ბინა როცა ფანჯრები მოპირდაპირე მხარესაა განლაგებული. ოპტიმალური ჯვარედინი ვენტილაციისთვის ფანჯრები უნდა განთავსდეს ჩრდილოეთით და სამხრეთით, ამ შემთხვევაში ინტერიერში ჰაერის კარგი ნაკადი ხვდება, რაც უმნიშვნელოვანესია ზაფხულის თვეებში. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახლი კარგად ნიავდება თუ ფანჯრები ორივე მხრიდან იღება.


შემდეგი საყურადღებო ფაქტორია ისიც, რომ ფანჯრიდან შემოსულ ჰაერს სასურველია მასიური ავეჯი არ გადაეღობოს. ცნობისთვის, ბამბუკის და ნაქსოვი ტიპის ავეჯი ჰაერის ნაკადს კარგად ატარებს, რადგან ჰაერის შეკავების დაბალი შესაძლებლობა აქვს.

რაც შეეხება ფანჯრების ზომას მინიმუმ 1.10 სმ კარგი ზომაა საიმისოდ ჰაერის მოძრაობას ხელი შეუწყოს.

ამრიგად, შესაძლოა ერთი შეხედვით კონდიციონერი მარტივი გამოსავალი გვეგონოს თუმცა რეალურად სწორ ბუნებრივ ვენტილაციას და სახლში ფანჯრებიდან შემოსულ ჰაერს ტექნოლოგია ვერ შეედრება.

Log In Facebook

რუბრიკები

ჩვენი ნამუშევრების შესახებArchenome გირჩევთარქიტექტურასტილი არქიტექტურაშიმწვანე არქიტექტურაინტერიერისტილი ინტერიერშისაცხოვრებელი ინტერიერილანდშაფტიჭკვიანი სისტემებიერგონომიკაპატარა ფართის ათვისებაავეჯიტექნიკაფერიდეკორიხელნაკეთიშენობის საინჟინრო აღჭურვაფენ-შუი
სიახლეები | ბლოგები და ვლოგები | სრულად ნახვა
შეავსე ტესტი და გაიგე როგორი დიზაინი შეგეფერება დიზაინის ტესტი

Copyright © 2025 ARCHENOME

გადმორეკვის სერვისი

გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით

Valid Invalid number
თქვენ გვიკავშირდებით არასამუშაო დროს.
შესაძლოა მესენჯერში უფრო სწრაფად გიპასუხოთ.
ისარგებლეთ მიმოწერის ქვედა მარჯვენა ღილაკით ან ზარის ჩასანიშნად დააჭირეთ ღილაკს [გაგრძელება]

გახდი ჩვენი გამომწერი

შემოუერთდით ჩვენს გამომწერებს, მიიღეთ სიახლეები და შეთავაზებები

გამოწერა