მუდამ ვცდილობთ ისეთი ახალი სისტემების დანერგვას, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დამკვეთთან ნაყოფიერ და ეფექტურ მუშაობას. ტესტირება კი მათთან ურთიერთობის ახალი და მოქნილი სისტემაა.
წარმოგიდგენთ პიროვნების საკვლევ კითხვარს, რომელიც შეიქმნა XX საუკუნეში და ეფუძნება იუნგის თეორიულ მოდელს, სადაც ადამიანის 16 ფსიქოტიპია აღწერილი.
ტესტში გამოყოფილია მახასიათებელთა შემდეგი განზომილებები: ექსტრავერსია-ინსტროვერსია, შეგრძნება-ინტუიცია, აზროვნება-გრძნობა და განსჯა-პერცეფცია. ნებისმიერი ადამიანის პიროვნული მახასიათებლები თითოეული ამ ოთხი განზომილების ურთიერთსაპირისპირო მხარეებიდან ერთ-ერთს შეესაბამება. ტესტის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანთი პიროვნული მახასიათებლების შესაბამისი სამუშაო სფერო და აირჩიონ შესატყვისი პროფესია, ამასთანავე შესაძლებელია განისაზღვროს თუ რა სტილი და საცხოვრებელი გარემო შეეფერება ამა თუ იმ ტიპის ადამიანს.
ამ სისტემის მიხედვით შესაძლებელია გავიგოთ ის დეტალები, რაც დიზაინზე მუშაობისას გვეხმარება. შევიქმნით წარმოდგენას იმ ინტერიერზე, რომელიც მოგწონთ. ამ ტესტის დამხარებით ინტერიერი მაქსიმალურად იქნება თქვენს გემოვნებასა და ფსიქოტიპზე მორგებული. ეს არის ის კონსტრუქცია, რომელზეც ავაწყობთ ინტერიერის სისტემას. მართალია დიზაინის ტენდენციები იცვლება, მაგრამ არის ფუნდამენტური საკითხები, რაც უცვლელია და სწორედ ამ საკითხებს დავადგენთ ჩვენ. მთავარი ამოცანაა დიზაინერმა ამოიცნოს ის, რაც დამკვეთმა თავად არ იცის, ეს ტესტი კი ამისთვის იდეალურია. შევსების დრო 8-10 წუთია.
გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით