გამოქვეყნებულია: 15/02/2022
20
ჩვენი სახლის ინტერიერი არის ჩვენი გემოვნების, შინაგანი სამყაროს, ჩვევების ამსახველი, ერთგვარი სავიზიტო ბარათი. სწორედ ამიტომ, ყველას სურს საცხოვრებელი სივრცე იყოს შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი. მაგრამ ამავე დროს, ინტერიერი უნდა იყოს მყუდრო და კომფორტული, რაც აუცილებელია ქალაქის რიტმისგან დასასვენებლად და განსატვირთად რთული დღის შემდეგ.
დიზაინერები ყოველთვის ცდილობენ ვიზუალური მხარის, ერგონომიკის ნორმების და კომფორტის შეთავსებას. სწორედ ამ სამი პუნქტის სინთეზს წარმოადგენს ჩამოსაკიდი სავარძელი - ჰამაკის და საქანელას კომბინაცია. ავეჯის ეს ესთეტიური ელემენტი გახდება თქვენი ინტერიერის განუყოფელი ნაწილი და დაგეხმარებათ შექმნათ ჰარმონიული, თბილი ატმოსფერო და ამავე დროს რამდენიმე წუთით მაინც ბავშვობაში დაბრუნდეთ.

ჩამოსაკიდი სავარძელი დანიელმა დიზაინერებმა ნანა დიცემ (Nanna Ditze)XX საუკუნის მეორე ნახევარში გამოიგონა. ამ მარტივმა, მაგრამ გენიალურმა სავარძელმა-საქანელამ საზოგადოებაში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. თავიდან, ავეჯის ეს ელემენტი მზადდებოდა ნატურალური მასალებისგან. 1965 წელს, კიოლნის ავეჯის გამოფენაზე დეკორატორმა ფინეთიდან ეერო აარნიომ წარმოადგინა სავარძელი პლასტიკისგან Ball Chair, 1968 წელს კი,- მისი მოდიფიკაცია- Bubble Chair.


ჩამოსაკიდი სავარძლები განსხვავდებიან ერთმანეთისგან არა მხოლოდ დიზაინით, არამედ მიმაგრების მეთოდით. სავარძელი მონტაჟდება ჭერზე, ჭერზე და იატაკზე ერთდროულად, ან არის მობილური.

ჩამოსაკიდი სავარძლის შერჩევისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ მისი საექსპლუატაციო თავისებურებები, რადგან არსებობს წონის შეზღუდვები. ზოგი მოდელის ლიმიტია 100 კილოგრამი, ხოლო სავარძლები მეტალის დასადგამით 150 კილოგრამზეა გათვლილი. სავარძლის სიღრმე 50 სანტიმეტრამდე იდეალურია ბავშვებისთვის, ხოლო 80 სანმეტრზე მეტი სიღრმის მქონე ავეჯის ეს ელემენტი განკუთვნილია ზრდასრულებისთვის.
ჰარმონიის და კომპოზიციის სიმეტრიულობის მიღწევა მარტივია ერთიანი სტილისტიკის დაცვით. ეკო-სტილი უწევს პროპაგანდას ბუნებრიობას დეტალებში. ჩამოსაკისი სავარძელი ხის ელემენტებით აუცილებლად გაუსვმას ხაზს შერჩეული სტილის ესთეტიკას.
მოდერნი, ჰაი-ტექი და ლოფტი- ეს სამი სტილი ინოვაციური ტექნოლოგიებისკენ და არაფორმალური ატმოსფეროსადმი მიისწრაფვიან. პლასტიკური კაფსულებიმეტალის ჯაჯვებზე სივრცეს არ გადატვირთვაენ და საინტერესო ეფექტსაც შექმნიან.
ბოჰოს ფერადი ქაოსი ახასიათებს. ჩამოსაკიდი სავარძელი ფერადი ტექსტილით სივრცეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. იდეალური ვარიანტია Patchwork (ქსოვილისნაჭრებისგანშექმნილიდეკორი) ტექნოლოგიით შესრულებული ელემენტები.
კოლონიალურ სტილს ახასიათებს მოწნული ელემენტები. დივნები, სკამები, სკივრები, რომლებიც ჟურნალის მაგიდების ფუქნციას ასრულებენ და ჩამოსაკიდი სავარძლები როტანგისგან შექმნიან განსაკუთრებულად თბილ ატმოსფეროს.
ფუტურისტულ სტილისთვის მისასასლმებელია კოსმიური ფორმების გამოყენება. აქტუალური იქნება ავეჯის მოდელების შერჩევა ფერადი პლასტიკისგან. უპირატესობა ენიჭება მრგვალ ფორმებს.
ჩამოსაკიდი სავარძლები ლანდშაფტის დიზაინში
მოდიფიცირებული ჰამაკი მყარი კარკასით კუთხეს ეზოში განსაკუთრებულად მყუდროს გახდის. გააფორმეთ სავარძელი ფერადი ბალიშებით. ამ ელემენტის განთავსება რეკომენდირებულია ყვავილებთან, დეკორატიულ, ხიდებთან, თაღებთან და ჩანჩქერებთან ახლოს.
ქუჩაში ექსპლუატაციისთვის, მიანიჭეთ უპირატესობა მოწნულ მოდელებს ხელოვნური როტანგისგან. კარგი არჩევანი პლასტმასი, რომელიც იტანს ულტრაფიოლეტს და ტემპერატურის ცვლილებებს. ზამთრის პერიოდებში რეკომენდირებულიო ჩამოსაკიდი ავჯის შეტანა შენობაში.
მოწონება
მოწონებულია
0