გამოქვეყნებულია: 29/03/2022
20
იცი როგორ შეარჩიო განათების ფერი სწორად?
LED განათების ფერის ტემპერატურა 2300K-დან 6000K-მდე მერყეობს. K - კელვინი ტემპერატურის საზომი ერთეულია მისი სწორად შერჩევით კი ზუსტად ის ატმოსფერო იქმნება როგორიც ჩაფიქრებული გაქვთ.

განვიხილოთ სათითაოდ:
2300K – ქარვისფერი - ყველაზე თბილი ფერი, განსაკუთრებულად კარგად მუშაობს მუქ ტონებში გადაწყვეტილ ავეჯთან.
2700K – თბილი თეთრი - ფორთოხლისფერი ყვითელი, რაც სიმყუდროვის შეგრძნებას ბადებს, თავსებადია ხის ავეჯთან.
3000K - რბილი თეთრი - კარგი არჩევანია სახლისთვის, სასიამოვნო გარემოს ქმნის სასადილო ზონაში, უმეტესად გამოიყენება კაფეში, რესტორანში, ლაუნჯსა და ბარში.
4000K - დღის სინათლე - განკუთვნილია ნათელ ფერებში გადაწყვეტილი ავეჯის და მინიმალისტური დეკორის გასანათებლად. უმეტესად გამოიყენება ოფისში, სკოლაში, ფარეხში.
5000K - კრისტალური თეთრი - მკვეთრი ლურჯ-თეთრი ფერის განათება გარე განათებისთვის გამოიყენება ისეთ დაწესებულებებში როგორებიცაა ქარხნები და საავადმყოფოები.
6000K - ულტრა-კაშკაშა მოლურჯო შეფერილობის LED განათება განკუთვნილია დიდი კომერციული და ინდუსტრიული დაწესებულებებისთვის.
მოწონება
მოწონებულია
0