გამოქვეყნებულია: 20/12/2022
30
იაპონური სტილი ინტერიერში ეს მინიმალიზმის ეთნიკური მიმართულის ნაირსახეობა. ეს სტილი მათთვისაა, ვისაც მოსწონს უბრალო სახლი სწორად სტრუქტურირებული განლაგებით და ავეჯის მინიმალური რაოდენობით.
სახლის ამ სტილში გაფორმებისას ნათელ, ბუნებრივ ფერებს ენიჭება უპირატესობა (რძისფერი, ღია კრემისფერი, კრემისფერი). ეს ფერები გამოიყენება კედლების, ავეჯისა და ქსოვილებისთვის. ამ სტილის შექმნა დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს, მთავარი სწორი ფერთა გამა და მინიმალისტური ავეჯია.
.png)
იაპონურ სტილში გადაწყვეტილი ინტერიერი გულისხმობს:
- დასასვენებელ კუნძულს ოთახის ცენტრში;
- ნატურალური ხის ავეჯს;
- ვინტაჟურ მასალებს;
- ბამბუკის კარებს;
- ხის, მეტალის და მინის ელემენტებს;
- მართკუთხა ან კვადრატული სტილის ჭერს.
განათებას იაპონურ სტილში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის ინტერიერში მშვიდ და სარელაქსაციო განწყობას ქმნის. მსგავსი განათება იქმნება ქაღალდის სანათებით რომლის შემადგენლობაში ცელულოზა და პოლიესტერია, ამის გამო ის საკმაოდ დიდ ხანს ძლებს.
იაპონურ ინტერიერში იატაკიც განსაკუთრებულია. ის ბრინჯის ჩალისგან მზადდება, და ფეხშიშველი სიარულისთვის ძალიან პრაქტიკულია.
დეკორისთვის გამოგადგებათ შემდეგი ბუნებრივი მასალები: ბამბუკი, ბრინჯის ქაღალდი, ხე. ფარდებისთვის აბრეშუმი და აბრეშუმისვე ზედაპირის ბალიშები სკამების გასალამაზებლად. მისაღებს განსაკუთრებულად მოუხდება აყვავებული საკურა და ნახატები ბუნების პეიზაჟებით.

სამზარეულოში შემდეგ საინტერესო დეტალებს გირჩევთ:
- ბამბუკით სავსე საყვავილე;
- პანო იეროგლიფებით ან ადამიანების გამოსახულებით;
- ფაიფურის ჭურჭელი;
- ბამბის ფარდები;
- ბრინჯის ქაღალდის აბაჟური.

ავეჯი შესაძლოა რომ კონტრასტული იყოს, მაგალითად შავად შეღებილი ხის. ავეჯის სადგამი ფეხები არ უნდა იყოს ძალიან მაღალი. მაგალითად, დაბალი ჟურნალების მაგიდა, დასაჯდომად კი პუფი ან ბალიშები, რაც პირდაპირ იატაკზე იქნება განთავსებული.
რადგან მინიმალიზმი და უბრალოება ამ სტილის მთავარი მახასიათებლებია მისაღების ინტერიერში დეკორის ზედმეტი ელემენტები, როგორებიცაა ნახატები, ქანდაკებები, თანამედროვე მინის და მეტალის დეკორები არაა გათვალისწინებული. კედლები აუცილებლად ღია ფერებშია გადაწყვეტილი, ამ შემთხვევაში თეთრის და კრემისფრის ელფერები იდეალურია.

რაც შეეხება სააბაზანოს, აბაზანის ძირითადი ნაწილი იატაკშია ჩაშენებული და ნატურალური ხისგანაა დამზადებული, მისგან დამოუკიდებლადაა განთავსებული საშხაპე. ასევე ცალკეა წარმოდგენილი შირმა, სააბაზანოსთვის მშვიდი და ნათელი ტონები შეარჩიეთ, მთავარი კედელი შესაძლებელია ხის მასალითაც მოპირკეთდეს. მაქსიმალური ეფექტის შესაქმნელად შესაძლებელია თბილი წერტილოვანი განათების შემოტანა.

მოწონება
მოწონებულია
0