Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი

კინცუგი

გამოქვეყნებულია: 29/03/2022

31

გსმენია რამე კინცუგიზე?

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა საყვარელი ნივთი ისე გაგიტყდათ რომ გამთელებაზე არც გიფიქრიათ და გულდაწყვეტილი გამომშვიდობებულხართ. მართალია გამთელებული საგანი პირვანდელ მდგომარეობას ვერასდროს დაუბრუნდება, თუმცა, როგორც იაპონური ხელოვნება კინცუგი გვიმტკიცებს შესაძლოა გამთელებული უკეთესიც კი გახდეს. სიტყვაში „კინ“ ნიშნავს ოქროს, ხოლო „ცუგი“ შეერთებას.


როგორ?

კინცუგის ხელოვნება სამ მიმართულებას მოიცავს: 


1. ბზარის გამთელება


ამ დროს ბზარები მბზინავი ოქროსფერი ან ვერცხლისფერი სითხით ივსება.  აქ შესაბამის სითხეს მინიმალურად იყენებენ და ფოტოებზეც ხედავთ რამდენად ეფექტურია შედეგი.




2. სიცარიელის ამოვსება 


როდესაც გატეხილი ნივთის დაკარგულ ნაწილს სითხით ვავსებთ,  ეს სითხე იქცევა  ჭურჭლის მატერიად და ბუნებრივად ავსებს ცარიელ ადგილებს.

3. სიცარიელის ამოვსება სხვა ნივთის ნატეხით.


მბზინავი სითხით გატეხილ საგანს სხვა საგნის ნაწილიც შეგვიძლია მივუერთოთ, რაც კიდევ უფრო უნიკალურს და განსაკუთრებულს ხდის. 


ეს ტექნიკა ყველგან გვხვდება როგორც ჭურჭელში ისე ავეჯში კედლის თუ იატაკის ფილებზე, სამკაულებშიც კი. ყველგან სადაც დამტვრეულის გამთელებას მოვინდომებთ. 




ამ სილამაზეების ნახვის შემდეგ ალბათ მოგინდებათ, რომ თავადაც შექმნათ უნიკალური ნივთი თქვენი ინტერიერისთვის, ამიტომ გაითვალისწინეთ და მოიმარაგეთ რაც დაგჭირდებათ. გიზიარებთ ბმულს, სადაც დეტალურად ნახავთ თუ როგორ შეგიძლიათ ჭურჭლის გამთელება კინცუგის ტექნიკით. 

 იხილეთ ბმული

რა დაგჭირდებათ?


1. ძველი ჭურჭელი, რომელიც შესაძლოა უკვე დაზიანებული იყოს ან თავად დააზიანოთ იმ მიზნით რომ შემდეგ ამ საოცარი ტექნიკით გაამთელებთ.


2. წებო, დამტვრეული ნაწილების გასამთებელად.

3. დასაკრობი წებოვანი ქაღალდი რომელიც ერთმანეთზე მიწებებული ნაწილებს დაიჭერს გაშრობამდე. 

4. ქლიბი - დაგეხმარებათ რომ შეერთებული ნაწილები გადაასწოროთ.

5. ოქროსფერი ან ვერცხლისფერი მბზინავი საღებავი, რომელიც თქვენი გაკეთებული უნიკალური ნივთის სრულყოფაში დაგეხმარებათ.


აუცილებლად გაგვიზიარეთ შედეგი პოსტის კომენტარში, მოუთმენლად ველით და გვანიტერესებს რა გამოგივათ. 


Log In Facebook

რუბრიკები

ჩვენი ნამუშევრების შესახებArchenome გირჩევთარქიტექტურასტილი არქიტექტურაშიმწვანე არქიტექტურაინტერიერისტილი ინტერიერშისაცხოვრებელი ინტერიერილანდშაფტიჭკვიანი სისტემებიერგონომიკაპატარა ფართის ათვისებაავეჯიტექნიკაფერიდეკორიხელნაკეთიშენობის საინჟინრო აღჭურვაფენ-შუი
სიახლეები | ბლოგები და ვლოგები | სრულად ნახვა
შეავსე ტესტი და გაიგე როგორი დიზაინი შეგეფერება დიზაინის ტესტი

Copyright © 2025 ARCHENOME

გადმორეკვის სერვისი

გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით

Valid Invalid number
თქვენ გვიკავშირდებით არასამუშაო დროს.
შესაძლოა მესენჯერში უფრო სწრაფად გიპასუხოთ.
ისარგებლეთ მიმოწერის ქვედა მარჯვენა ღილაკით ან ზარის ჩასანიშნად დააჭირეთ ღილაკს [გაგრძელება]

გახდი ჩვენი გამომწერი

შემოუერთდით ჩვენს გამომწერებს, მიიღეთ სიახლეები და შეთავაზებები

გამოწერა