გამოქვეყნებულია: 18/07/2022
40
დასვენება, ფოკუსირება, გაძლიერება, განწმენდა - სად და როგორ განვათავსოთ მინერალები ისე რომ სასიამოვნო ენერგეტიკით აივსოს სახლი?
ჰოლი
შავი ოფსიდიანი, ვარდისფერი კვარცი, შავი ტურმალინი
ჰოლში ჰარმონიული ენერგეტიკული სივრცის შექმნა არ უკავშირდება მხოლოდ სტუმრის სასიამოვნოდ დახვედრას, არამედ ის ამ სახლში მცხოვრებ ადამიანებსაც ეხება. ჰოლი აკავშირებს სახლის ყველა საცხოვრებელ ზონას, სადაც არსებულმა ენერგიამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ემოციურ კეთილდღეობაზე. ეცადეთ აღნიშნული მინერალები თვალსაჩინო ადგილას კედლებზე თაროებზე განათავსოთ.


სააბაზანო
ამეთვისტო, შავი ოფსიდიანი, ვარდისფერი კვარცი
როგორც კანის მოვლის საშუალებებია საჭირო სააბაზანოში ასევე აუცილებელია ის სასიამოვნო ატმოსფერო და ენერგია, რომელიც პროდუქტიული და ბედნიერი დღის დაწყებაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებულად ეფექტურია ამეთვისტო, რომელიც ძილის დროს დაგროვებულ უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

მისაღები ოთახი
ამეთვისტო, ანგელიტი, შავი ცელესტიტი
რამდენად სჯერათ ადამიანებს მინერალური ქვების ენერგიის ეს სხვა საკითხია, თუმცა მათი ესთეტიკური ღირებულება უდავოა. ამიტომ მისაღებში მათი განთავსებით არამარტო ატმოსფეროს გასუფთავებაზე იზრუნებთ არამედ ვიზუალურადაც საინტერესო და ეფექტურ დეკორს შექმნით, სასურველია აღნიშნული ქვები მაგიდასა და თაროებზე განათავსოთ.

საძინებელი
ციტრინი, ამეთვისტო, ცელესტიტი
საძინებელში საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი გარემო შევიქმნათ რომ გონებრივად სულიერად და ემოციურად ხარისხიანი დასვენება შევძლოთ. თუ კრისტალებთან აქამდე არ გქონიათ აქტიური შეხება მხოლოდ თითო ქვასთან ურთიერთობით მიხვდებით რომლის გარემოცვაში გირჩევნიათ დაძინება და გაღვიძება [საძინებელში ამეთვისტო + ციტრინი იდეალური კომბინაციაა].

ოფისი
გამჭვირვალე კვარცი, საფირონი, ფირუზი
ენერგიისა და შემოქმედებითი პოტენციალის გაზრდისთვის აღნიშნული ქვები იდეალურია. კომპიუტერთან, საქაღალდეებთან და სამუშაო მაგიდის უჯრაში საუკეთესო ადგილი იქნება მათთვის, ანუ იმ ადგილას რომელთანაც ხშირი შეხება გაქვთ.

მოწონება
მოწონებულია
0