Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი

რა არის ერგონომიკა და რატომ აქვს მას გადამწყვეტი მნიშვნელობა დიზაინში?

გამოქვეყნებულია: 13/12/2022

10

ერგონომიკა ესაა მეცნიერება, რომლის მიზანია შექმნას ოპტიმალური სისტემა ბიოლოგიის, ფიზიოლოგიის, ფუნქციონალური ანატომიის, ფსიქოლოგიისა და ტექნიკურ მეცნიერებათა თანამედროვე მიღწევების დახმარებით, გამონახოს შრომისა და ყოფა-ცხოვრების ყველაზე უფრო კომფორტული პირობები.

4 მთავარი მიზეზი რატომაც ერგონომიკის გათვალისწინება აუცილებელია:

  • შრომისუნარიანობის გაზრდა
  • ჯანმრთელობის შენარჩუნება
  • დაღლილობის შემცირება
  • კარგი განწყობის შენარჩუნება მთელი დღის განმავლობაში

ინტერიერში ერგონომიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გარეგნული სილამაზის და ეფექტურობის გარდა აუცილებელია ერგონომიკის ნორმების დაცვა, რათა ადამიანმა საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოში თავი კომფორტულად იგრძნოს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ერთი სკამი იქნება თუ მთლიანი სახლი. ერგონომიკის მთავარი ამოცანაა უსაფრთხო და ჯანსაღი ცხოვრებისთვის ოპტიმალური ფორმის და ზომების შექმნა.  სამუშაო ზონიდან დაწყებული საძინებლით დამთავრებული ის ყველა სახის ინტერიერისთვისაა საჭირო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სწორი ზონირებაა.

განტვირთვის და დასვენების ზონა 

განტვირთვის და დასვენების ზონაში ავეჯი ისე უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ მოერგოს ადამიანის პარამეტრებს მოდუნებულ მდგომარეობაში. მაგალითად, დივანზე მჯდომი ადამიანი ჟურნალების მაგიდად ადგომის გარეშე, მხოლოდ სხეულის კორპუსის გადახრით უნდა მისწვდეს. აუცილებლად სწორად უნდა იყოს გათვლილი დივანზე მჯდომი ყველა ადამიანის პარამეტრები, განსაკუთრებით კუთხის დივნის შემთხვევაში. დასვენების ზონაში ბუხარი ერთ-ერთი გამორჩეული დეტალია, გასათვალისწინებელია რომ ის ოთახის პროპორციული უნდა იყოს, რადგან, მაგალითად, თუ ოთახი პატარაა და ბუხარი დიდი ოთახის ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იქნება, ასევე საყურადღებოა ისიც, რომ ავეჯი რომ არ დაზიანდეს ბუხართან ახლოს არ უნდა განთავსდეს.


სამუშაო ზონა

სამუშაო ზონაში ყველაფერი სწორად რომ განისაზღვროს აუცილებელია ვიცოდეთ კონკრეტულად რა სამუშაოს ასრულებს ადამიანი, მაგალითად თუ კომპიუტერთან მუშაობთ, სწორად უნდა განისაზღვროს სკამის და მაგიდის ზომები, აუცილებელია რომ იდაყვებით ეყრდნობოდეთ მაგიდას. რაც შეეხება უჯრებს, მაგიდასთან მჯდომი ადამიანის მუხლების მაღალა უნდა იყოს და ფეხებთან დისკომფორტს არ უნდა ქმნიდეს. თუ სამუშაო ზონაში რამდენიმე ადამიანისთვისაა გათვლილი მაგიდები და სკამები მაშინ მათ შორის გასავლელი ადგილი მინიმუმ 50 სმ. უნდა იყოს. 

განათება სამუშაო ზონის ერგონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დაუშვებელია, რომ სხეული ან ხელები ჩრდილს ქმნიდეს სამუშაო მაგიდაზე. განათების წყარო ადამიანს პირდაპირ თვალებში არ უნდა ანათებდეს. ასეთ შემთხვევაში იდეალურია ლოკალური განათება.


საძინებლის ზონა

საძინებლის ერგონომიკის მიზანია კომფორტული დასასვენებელი გარემოს შექმნაა. საწოლის ზომა რა თქმა უნდა მისი მფლობელის პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს. საწოლის თავზე საკითხავად შესაძლებელია კომფორტული მისაყუდებლის გაკეთება. ასევე საწოლი ისე უნდა იყოს განთავსებული რომ ადვილი იყოს მისი გასწორება. საწოლის მაღლა კედელზე არაა რეკომენდებული თაროების არსებობა.  მეტი სიმყუდროვისთვის შეგიძლიათ საწოლთან პატარა მაგიდაც დადგათ. 


სასადილო ზონა

სასადილო მაგიდის სიგრძე ერთი ადამიანისთვის 60 სმ-ია, რაც შეეხება სიღრმეს  ეს დამოკიდებულია სადილების რაოდენობაზე. სკამის სიმაღლეს მაგიდის სიმაღლე განსაზღვრავს. 






Log In Facebook

რუბრიკები

ჩვენი ნამუშევრების შესახებArchenome გირჩევთარქიტექტურასტილი არქიტექტურაშიმწვანე არქიტექტურაინტერიერისტილი ინტერიერშისაცხოვრებელი ინტერიერილანდშაფტიჭკვიანი სისტემებიერგონომიკაპატარა ფართის ათვისებაავეჯიტექნიკაფერიდეკორიხელნაკეთიშენობის საინჟინრო აღჭურვაფენ-შუი
სიახლეები | ბლოგები და ვლოგები | სრულად ნახვა
შეავსე ტესტი და გაიგე როგორი დიზაინი შეგეფერება დიზაინის ტესტი

Copyright © 2025 ARCHENOME

გადმორეკვის სერვისი

გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით

Valid Invalid number
თქვენ გვიკავშირდებით არასამუშაო დროს.
შესაძლოა მესენჯერში უფრო სწრაფად გიპასუხოთ.
ისარგებლეთ მიმოწერის ქვედა მარჯვენა ღილაკით ან ზარის ჩასანიშნად დააჭირეთ ღილაკს [გაგრძელება]

გახდი ჩვენი გამომწერი

შემოუერთდით ჩვენს გამომწერებს, მიიღეთ სიახლეები და შეთავაზებები

გამოწერა