Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი

სახლის განახლების 4 გზა მნიშვნელოვანი ხარჯების გარეშე

გამოქვეყნებულია: 29/03/2022

21

ყოველ 7-10 წელში ერთხელ სახლის დიზაინის ტენდენციები იცვლება. ერთ დროს ყველაფერი რაც იყო პოპულარული მოულოდნელად კარგავს თავის ბრწყინვალებას და სახლის მფლობელებს ახალ ტრენდზე გადასვლა უნდებათ. თუკი მოხდება ისე რომ ვერ მოახერხებთ სახლის სრულად განახლებას შეგიძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები გაითვალისწინოთ. წარმოგიდგენთ სახლის განახლების მეთოდებს, რომლებიც არ ჯდება იმდენად ძვირი, როგორც შეიძლება წარმოგიდგენიათ. ამასთან მოიშორებთ ზოგიერთ მოძველებულ ნივთს, რაც შესაძლოა ფასს უკარგავდეს თქვენს ქონებას.


თუჯის აბაზანა

80-იან და 90-იან წლებში არცერთი სააბაზანო არ იყო თუჯის აბაზანის გარეშე. 

ამის ნაცვლად: ძველი იერსახის შეცვლისთვის განაახლეთ ან დაამატეთ ტრენდული საპნის დისპენსერები და ცალკე მოაწყეთ საშხაპე. თქვენ შეგიძლიათ ასევე განაახლოთ თქვენი საშხაპე ახალი წყლის შემრევით, საშხაპის თავით ან ტროპიკული წვიმის საშხაპის თავით.

შესაძლებელია მეტი ეფექტურობისთვის აბაზანას შევუცვალოთ ფერი. ხოლო თუ დღის განათება შემოდის მასში დაამატოთ ბუნებრივი გამწვანების ელემენტები.


სპორტული დარბაზი სახლში

90-იანი წლების კიდევ ერთი ტენდენცია იყო სპორტული დარბაზის ქონა სახლში - სარბენი ბილიკი, ველოსიპედი, ჰანტელები. ყველა ნივთს იშვიათად იყენებდნენ და  საკმაოდ დიდ ადგილს იკავებდა სახლში. დღესდღეობით იმდენი სავარჯიშო დარბაზი არსებობს და იმდენად ეფექტური ამ გარემოში ვარჯიში რომ სახლში დამატებით სპორტული ინვენტარის ქონდა ზედმეტი ტვირთი გახდა და დიდ ადგილს იკავებს. 

ამის ნაცვლად: მაშინ როცა თითოეული კვადრატულის მაქსიმალურად ათვისება ასეთი მნიშვნელოვანია უმჯობესია სივრცე აითვისოთ დამატებითი სათავსოებისთვის. სწორად განაწილებულმა სივრცემ შესაძლოა იმაზე ძვირად ღირებული გახადოს თქვენი სახლი ვიდრე იქამდე იყო. 


დიდი კარადა ე.წ. „სტენკა“

90-იან წლებში საკმაოდ პოპულარული იყო დიდი კარადა ე.წ. „სტენკა“, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად ბარისთვის განკუთვნილი კუთხეც იყო, სასმელებით და შესაბამისი ჭურჭლით დატვირთული. 

ამის ნაცვლად: რეალურად, ბევრად მომგებიანია ე.წ. ბატლერის საკუჭნაოს ქონა, რომელიც ბევრად დაგიზოგავთ ადგილს, რა არის ბატლერის საკუჭნაო? სამზარეულო და სასადილო ზონას შორის არსებული სივრცე, რომელიც გამოიყენება როგორც საკვების შესანახად, ასევე სასმელების განთავსებისთვის და საკვების მოსამზადებლად. რას ნიშნავს თავად ტერმინი? ბატლერი ეს იყო უმაღლესი მომსახურის სტატუსი,  მსახურთუფროსი, რომელსაც ებარა სასადილო, ღვინის მარანი, ან საკუჭნაო. 


ლოჯია

საბჭოურ არქიტექტურაში ლოჯია ბევრ სახლში გექნებათ ნანახი. გამოიყენებოდა როგორც დამხმარე საძინებელი, სასადილო ოთახი, ან სამუშაო კაბინეტი. ეს იყო შენობაში ამოყვანილი დახურული აივნის მაგვარი ოთახი. შენობის სადგომის ნაწილი, რომელსაც ზოგჯერ გარეთა კედლის ნაცვლად აქვს ღია კოლონადა, პარაპეტი ან თაღი. ხშირად ამ ზონას აივანთან აიგივებდნენ. 

ამის ნაცვლად: შეგიძლიათ იდეალურ მოსასვენებელ კუთხედ აქციოთ ბევრი გამწვანებით. მრავალსართულიან შენობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ფასეულია ბუნების ელემენტების შემოტანა. ამიტომ ლოჯიას თუ ამ ფუნქციას შესძენთ გექნებათ საყვარელი კუთხე სადაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში სასიამოვნოდ დაისვენებთ. 



Log In Facebook

რუბრიკები

ჩვენი ნამუშევრების შესახებArchenome გირჩევთარქიტექტურასტილი არქიტექტურაშიმწვანე არქიტექტურაინტერიერისტილი ინტერიერშისაცხოვრებელი ინტერიერილანდშაფტიჭკვიანი სისტემებიერგონომიკაპატარა ფართის ათვისებაავეჯიტექნიკაფერიდეკორიხელნაკეთიშენობის საინჟინრო აღჭურვაფენ-შუი
სიახლეები | ბლოგები და ვლოგები | სრულად ნახვა
შეავსე ტესტი და გაიგე როგორი დიზაინი შეგეფერება დიზაინის ტესტი

Copyright © 2025 ARCHENOME

გადმორეკვის სერვისი

გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით

Valid Invalid number
თქვენ გვიკავშირდებით არასამუშაო დროს.
შესაძლოა მესენჯერში უფრო სწრაფად გიპასუხოთ.
ისარგებლეთ მიმოწერის ქვედა მარჯვენა ღილაკით ან ზარის ჩასანიშნად დააჭირეთ ღილაკს [გაგრძელება]

გახდი ჩვენი გამომწერი

შემოუერთდით ჩვენს გამომწერებს, მიიღეთ სიახლეები და შეთავაზებები

გამოწერა