Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი

ტრაპი სამზარეულოში - რატომ უნდა იყოს ყველა სახლში?

გამოქვეყნებულია: 24/11/2022

10

გიფიქრიათ რამდენად პრაქტიკული შეიძლება იყოს ტრაპი სამზარეულოში? ალბათ არც ისე ხშირად გინახავთ, რეალურად კი ეს იმაზე მეტი სარგებლის მომტანია ვიდრე შეიძლება ფიქრობდეთ.



ამ ბლოგში იმ კითხვებს გავცემთ პასუხს რაც შესაძლოა ამ თემაზე გაგიჩნდეთ.

რატომ სამზარეულოში? რა უპირატესობა აქვს?

  1. ბაქტერიების გამრავლების პრევენცია - უამრავი საკვების ნარჩენის და ბაქტერიების განადგურება შეგიძლიათ მარტივად სამზარეულოს იატაკის გადარეცხვით.
  2. ბავშვის კვების დროს დასვრის შემთხვევაში მარტივად გასუფთავება - ვისაც პატარა გყავთ ალბათ დაგვეთანხმებით თუ რამდენად ისვრება ყველაფერი როცა ბავშვები თავად იწყებენ საკვების გასინჯვას და საკვების ნარჩენებს იატაკზე გროვდება.
  3. სანტექნიკის გაყვანილობის გაუმართაობის დროს დატბორვის თავიდან აცილება - ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად კმაყოფილი იქნებით თქვენი გადაწყვეტილებით, წყალი არ დაგროვდება იატაკზე და სხვა ოთახებში გასვლის შანსიც ნაკლებია როცა სამზარეულოში ტრაპი გაქვთ. ეს გაუთვალისწინებელ შემთხვევაში ფინანსური ხარჯისგან მნიშვნელოვნად დაგაზღვევთ.


ტრაპიდან სუნი რომ ამოვიდეს?

იმისთვის რომ სამზარეულოში ტრაპის სუნმა არ შეგაწუხოთ საჭიროა ტრაპის ტიპი სწორად იყოს შერჩეული.

ტრაპი სამი სახის არსებობს: მშრალი, სველი და კომბინირებული.

სამზარეულოში მშრალი ტიპის ტრაპი გამოიყენება. თუ სველ ტრაპში სუნის შესაკავებლად წყალი მუდამ უნდა ესხას, მშრალის შემთხვევაში სპეციალური კლაპანი მუშაობს, რომელიც მხოლოდ წყლის ჩასხმის შემთხვევაში იხსნება, დანარჩენ შემთხვევაში კი თან მშრალია და თან დახურული. სამზარეულოში შესაძლებელია იატაკის ტრაპის დაყენება თუმცა უპირატესობა კედლის ტრაპს ენიჭება.

სველი ტრაპი განკუთვნილია ისეთი ადგილებისთვის, სადაც წყალი ხშირად და ძირითადად ნარჩენებთან ერთად ხვდება.

რაც შეეხება კომბინირებულ ტრაპებს, ასეთი ტრაპი აერთიანებს მშრალი ტრაპის კლაპანს და სველი ტრაპის ფუნქციებს. ასეთ ტრაპი შეგიძლიათ დააყენოთ იქ სადაც წყალს პერიოდულად ასხამთ და თან ამ წყალს შეიძლება ნარჩენები მიყვებოდეს.

ტრაპების მრავალფეროვნებასთან ერთად სარევიზიო, სადრენაჟე და საავარიო კვანძები არის ის საშუალებები, რასაც პროექტირებისას ცხოვრების გასამარტივებლად და ექსპლუატაციის პერიოდში ხარისხის შესანარჩუნებლად ვიყენებთ.







Log In Facebook

რუბრიკები

ჩვენი ნამუშევრების შესახებArchenome გირჩევთარქიტექტურასტილი არქიტექტურაშიმწვანე არქიტექტურაინტერიერისტილი ინტერიერშისაცხოვრებელი ინტერიერილანდშაფტიჭკვიანი სისტემებიერგონომიკაპატარა ფართის ათვისებაავეჯიტექნიკაფერიდეკორიხელნაკეთიშენობის საინჟინრო აღჭურვაფენ-შუი
სიახლეები | ბლოგები და ვლოგები | სრულად ნახვა
შეავსე ტესტი და გაიგე როგორი დიზაინი შეგეფერება დიზაინის ტესტი

Copyright © 2025 ARCHENOME

გადმორეკვის სერვისი

გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით

Valid Invalid number
თქვენ გვიკავშირდებით არასამუშაო დროს.
შესაძლოა მესენჯერში უფრო სწრაფად გიპასუხოთ.
ისარგებლეთ მიმოწერის ქვედა მარჯვენა ღილაკით ან ზარის ჩასანიშნად დააჭირეთ ღილაკს [გაგრძელება]

გახდი ჩვენი გამომწერი

შემოუერთდით ჩვენს გამომწერებს, მიიღეთ სიახლეები და შეთავაზებები

გამოწერა