Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი

ჩვენ შესახებ

გარემოს კარგი დიზაინი არ იქმნება ძვირადღირებული ავეჯით ან რაიმე ორიგინალური დეკორით. როგორ ხდება ეს? გახსნილობით სიახლისადმი და გათავისუფლებით ხშირად ბავშვობის და სოციუმის სტერეოტიპული გავლენებისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და არის სტერეოტიპებისა და გავლენებისგან გათავისუფლებული აზროვნებისა და შემოქმედებითი სამყაროს შექმნა, სადაც ხარისხი და ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა, განსაზღვრავს პროცესს. 

ჩვენ მოგიყვებით ჩვენს შეხედულებებზე, გაგიზიარებთ იმ მიდგომებს, რაც ვფიქრობთ გამოგვარჩევს და გვიქმნის კომფორტს როგორც ჩვენ ისე ჩვენს დამკვეთებს. 

პირველი, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ: 

რთულია მოღვაწეობა დიზაინის სფეროში, რადგან ყველაზე რთულს, ადამიანის გემოვნებას ვეხებით. ეს დიდ პასუხისმგებლობას და ფსიქოლოგიის კარგ ცოდნას მოითხოვს. შეუძლებელია შექმნა ერთი შაბლონი და მოარგო ყველა ინდივიდს, სწორედ ამიტომ ჩვენთან მოსულ დამკვეთს, როგორც ცალკე ინდივიდს, ვუტარებთ სპეციალურ ტესტირებას. არსებობს ადამიანის 16 ფსიქოტიპი, რომელიც გამოირჩევა თავისი ინდივიდუალიზმით. ტესტის პასუხად მიღებული რეკომენდაციებით თითოეულ ფსიქოტიპზე ვქმნით ექსკლუზიურ დიზაინს. ეს ტესტი შეგიძლიათ იხილოთ ამავე საიტზე. ამ ტესტის შევსება შეუძლია ყველა მსურველს და ყველა მიიღებს ავტომატურ რეკომენდაციებს პირდაპირ საიტზე. 

მეორე, ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტა ჩვენი დამკვეთებისთვის: 

ჩვენი მომსახურება დაყოფილია პაკეტებად, რითაც შევეცადეთ ყველასთვის ხელშესახები გაგვეხადა ის. არჩევანი კი დამკვეთისთვის მიგვენდო, მისი შესაძლებლობებიდან და ბიუჯეტიდან გამომდინარე თუ რა დოზით მოგვცემდა ჩართვის შესაძლებლობას. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენთვისაც, ისევე როგორც მომხმარებლისთვის დისკომფორტს ქმნიდა მომსახურების ფასების გასაჯაროება სწორედ მომსახურების პაკეტებისა და მასში შემავალი დეტალების მრავალფეროვნებით დაბნეულობის თავიდან არიდების გამო. ამიტომ, ARCHENOME.GE-ს ჩაშვების შემდეგ ეროვნული ბანკის კურსზე მიბმული სპეციალური კალკულატორი თქვენი ფართის შესაბამისად ყოველ კვადრატულზე დაგითვლით ინდივიდუალურ ფასს, ბინის, კერძო სახლისა თუ კომერციული ფართის მიხედვით. 

მესამე და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი: 

ადამიანი იყო, არის და დარჩება მთავარი ფასეულობა, ხოლო პროექტირებით ჩვენი ხედვა იქნება მხოლოდ მომავალზე ორიენტირებული. თანამედროვე ტექნოლოგიებმა, ყოველდღიურმა რეჟიმმა და სამყაროს მჭიდრო ურბანიზაციამ ადამიანი დააშორა ბუნებას. როცა ადამიანის ფსიქიკა ასე აქტიურად ითხოვს კავშირს ბუნებასთან, გვსურს ეს კავშირი შესაძლებლობისთანავე კიდევ უფრო გავაძლიეროთ, ადამიანის და ბუნების ჰარმონიზაცია გავამყაროთ. ეს იქნება არქენომის ერთგვარი დოქტრინა, რომლის ასახვაც ვცადეთ ჩვენს ბრენდში და გვსურს გასდევდეს მთელ ჩვენს მოღვაწეობის პროცესს. 

მადლობა, რომ წაიკითხეთ და დრო დაგვითმეთ. ხშირად კომპანია და ბრენდი უსულო კომპიუტერულ საგანთან ასოცირდება, რეალურად კი ამ ყველაფერს ჩვეულებრივი ადამიანები წარმოვადგენთ, ვისაც გვიყვარს ჩვენი საქმე და როდესაც ადამიანებისთვის ვქმნით ცხოვრების სტილს შეუძლებელი იქნება ეს ნდობის, ურთიერთ პატივისცემისა და ემოციური კავშირის გარეშე მოხდეს. 

მოგვეცით რჩევები და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან არქენომს ჩვენ და თქვენ ერთად ვქმნით. 

 

გახდი პარტნიორი

ARCHENOME დაინტერესებულია პარტნიორული ურთიერთობებით სხვადასხვა ტიპის საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო სფეროსთან დაკავშირებულ როგორც ორგანიზაციებთან, ისე კერძო პირებთან. ადგილობრივი მცირე ბაზრის მასშტაბებიდან გამომდინარე წარმატებული ბიზნესისთვის სწორედ კავშირებია გადამწყვეტი, ამიტომ, კომპანიებს, რომლებსაც არ გაქვთ ან არ გსურთ დამატებითი რესურსის ხარჯვა საკუთარი საპროექტოს შექმნაზე, ჩვენ გთავაზობთ რესურსს ქვეკონტრაქტორის ფორმით. 

ვის ვთავაზობთ პარტნიორობას? 

შემომტან კომპანიებს

საქართველოში ჭარბად არის შემომტანი კომპანიები, რომლებიც რეალიზებას უწევენ სხვადასხვა სახის უცხოურ ნაცნობ და უცნობ პროდუქციას, რომელთა შესახებ მწირმა ინფორმაციამაც შესაძლოა განაპირობოს მისი აქტუალობა და რეალიზაციის ტემპი, ხოლო ჩვენი კომპანიის დახმარებითა და მაღალ ტექნოლოგიური სამუშაოების შედეგად მომზადებული გრაფიკულ ვიზუალური მასალა შესაძლოა აღმოჩნდეს მისი რენტაბელურობისა და მომხმარებლის ნდობის მოპოვების გარანტი. 

ადგილობრივ წარმოებას

დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ წარმოებას ან მცირე ზომის ფირმებსა და ინდ. მეწარმეებთან თანამშრომლობას. შეღავათიანი ფასებით შეგიძლიათ შესთავაზოთ ჩვენი მომსახურება და რესურსი თქვენს მომხმარებლებს. ამით შეითავსოთ პროექტირების პროფილიც, რომელზე პასუხისმგებლებიც მთლიანად ჩვენ ვიქნებით. მომხმარებლებს საპროექტო მომსახურებას სტანდარტულზე შეღავათიან ფასად გავუწევთ, ხოლო პროექტირების პროცესში გავითვალისწინებთ თქვენს ინტერესს და პროექტირებისას გამოვიყენებთ თქვენს მასალებს. 

სამშენებლო ფირმებს

ხშირია მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი ფართის გეგმარებასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროფესიონალი არქიტექტორების მომსახურებას ფართების გეგმარებისა და ავეჯით ზონირების კუთხით. ურთიერთობისას თქვენი ჩართულობა მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო თქვენი მომხმარებელი მიიღებს მაქსიმალურ დახმარებას ჯანსაღი სივრცის შესაქმნელად.

საპროექტოებს

საქართველოში სხვადასხვა სახის საპროექტოები ან კერძო პირები ასრულებენ საპროექტო სამუშაოებს, ხოლო საპროექტო სამუშაოები მრავალი სახის არქიტექტურულ, დიზაინერულ და საინჟინრო სფეროებს აერთიანებს. სწორედ ასეთ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს ვთავაზობთ თანამშრომლობას არქიტექტურის, დიზაინისა და საინჟინრო პროფილის სხვადასხვა მიმართულებით, რაც საშუალებას მისცემს თითოეულ მათგანს ჩვენი დამატებითი რესურსის გამოყენებით შეძლონ საკუთარი საქმიანობის სრულყოფა და კომპლექსური მომსახურების შეთავაზება მომხმარებლისთვის. 

ხელოსნებს და სპეციალისტებს

დამკვეთთან ურთიერთობისას ხშირად სამუშაოების პროცესზე და ხარისხზე შეთანხმება საუბრის დონეზე ხდება. ჩვეულებრივ კი როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ესაუბრება, ერთმანეთის საუბარს ზუსტად ისე იგებენ, როგორც წარმოუდგენიათ, ხოლო მათი წარმოდგენები იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს. მნიშვნელოვანია, რომ არასასურველი შედეგიდან ან კონფლიქტური სიტუაციისგან თავის დაზღვევის მიზნით დამკვეთს შესთავაზოთ საპროექტო ან დიზაინერული მომსახურება, რომელიც თქვენი სამუშაო დაზღვევისა და დროში ეფექტურად მუშაობის გარანტი გახდება. გექნებათ ხელშესახები, დამკვეთთან შეთანხმებული ვიზუალური მასალისა და ნახაზების ნაკრები, რომელიც ზედმეტი კითხვების, ვარაუდებისა და თავსატეხის გარეშე გაცილებით გაადვილებს სამუშაო პროცესს.

 

წარმატებით გაიგზავნა
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა

ხშირად დასმული კითხვები

რა ტიპის ობიექტებზე ვმუშაობთ?

ვასრულებთ როგორც კომერციულ, ისე საცხოვრებელი დანიშნულების შენობების არქიტექტურულ და ინტერიერის დიზაინის საპროექტო სამუშაოს. ასევე ლანდშაფტის,  ფასადის [ექსტერიერი], შოურუმის, სტენდის და მათთან დაკავშირებულ დიზაინერული ელემენტების საპროექტო სამუშაოებს.

რამდენი ვარიანტი კეთდება პროექტირებისას?

საპროექტო დავალების შედგენის გარდა თქვენთან ერთად განვიხილავთ მსოფლიოში არსებულ ვიზუალურ მაგალითებს, რომლებიც თქვენ მოგწონთ. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდება ესკიზური პროექტი და შემდეგ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე კორექტირების საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის შედეგად მოხდება საბოლოო სახით ჩამოყალიბება და შეთანხმებული სხვა საპროექტო სამუშაოების დარჩენილი ნაწილის დასრულება.

რადიკალურად განსხვავებული ვარიანტების მოთხოვნის შემთხვევაში იქიდან გამომდინარე რომ ყოველი ახალი ვარიანტი ნიშნავს ახალ პროექტს, თითო ვარიანტის ღირებულება სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე იქნება შეთანხმებულ თანხას დამატებული 30-50%.

 

ვასრულებთ თუ არა საპროექტო სამუშაოებს რეგიონებში?

საპროექტო სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვასრულებთ. ეს დამოკიდებულია საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობაზე და სამუშოს მოცულობაზე, რამაც შეიძლება განაპირობოს ჩვენი მომსახურების ზოგიერთი სახეობის ვერ შესრულება ან მომსახურების ღირებულების გაძვირება.

ვასრულებთ თუ არა მცირე ფართზე დიზაინერულ სამუშაოს?

საპროექტო სამუშაოები სრულდება თითქმის ყველა ზომის ფართზე. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ფართის ფუნქცია და ჩვენი სამუშაო გრაფიკი. არ ვასრულებთ დიზაინს მცირე ზომის ფართებისთვის როგორიც არის სველი წერტილები, სამზარეულოს კარადები და ა.შ.

პ.ს. მხედველობაში იქონიეთ ისიც, რომ ფართი რაც უფრო მცირდება მომსახურების ღირებულება მით უფრო იზრდება. 

 

რამდენად იშოვება ქართულ ბაზარზე დიზაინში გამოყენებული მასალები და ავეჯი?

პროექტირებისას მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ბაზარზე არსებულ მასალებს, თუმცა მომწოდებლების შესაბამისი ელექტრონული ბაზები გამჭვირვალე არ არის და ყოველდღიურად იცვლება მათი რაოდენობა და სახეობები. ძირითადად ვიყენებთ კონკრეტულ ან ზოგად ფერებსა და მასალებს, რომლის პოვნაც პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა მასალების შერჩევის მომსახურება ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რადგან პროექტირების პროცესში წინასწარ ან შემდგომ კონკრეტულად ვარჩევთ თქვენთან ერთად თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე მასალებს. 

ქვეყანაში, სადაც თითქმის არაფერი არ იწარმოება და ყველაფერი იმპორტულია მზად უნდა იყოთ, რომ მასალების ძებნაზე ცოტა დრო არ დაგჭირდებათ. ვიზუალის, ხარისხისა და ბიუჯეტის შეთავსება ძირითადად ჭირს. ამასთან, მომრავლდა გამომწერი კომპანიები, რომლებიც ეძებენ და გვთავაზობენ ჩვენთვის სასურველი დიზაინის შესაბამის მასალებს მსოფლიოს მწარმოებლებთან და შეუძლიათ ჩვენთვის საჭირო მასალები შესაბამისი მოცულობით გამოწერონ და ჩამოგვიტანონ.  მასალებზე ან ავეჯზე რომელზეც კონკრეტულ მითითებას მოგვცემთ, რომ  სწორედ ისეთი გინდათ როგორიც თქვენ ნაპოვნ სურათშია ან რომელიმე სალონში ან მისი ანალოგის დამზადებას მოინდომებთ, ამ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა თქვენზე გადმოდის.

 

საშუალოდ რა დრო სჭირდება პროექტის დასრულებას?

პროექტირებისთვის წინასწარ დროის განსაზღვრა ხდება სამუშაოს მოცულობიდან და იმ დროისთვის პარალელურად მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე. მსგავსი დეტალები ინდივიდუალურად უნდა შეთანხმდეს ჩვენთან.

ვასრულებთ თუ არა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს?

სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს არ ვასრულებთ. შემოვიფარგლებით მხოლოდ საპროექტო სამუშაოებით შემდგომ ამ საპროექტო სამუშაოებზე საავტორო ზედამხედველობითა და მასალების შერჩევაში დახმარებით.

ვამზადებთ თუ არა ავეჯს?

არ ვამზადებთ და არ ვყიდით. არც ავეჯს და არც სხვა სახის მასალებსა თუ ნივთებს.

როგორ ხდება თანხის გადახდა?

პირველი ეტაპი - ადგილზე ვიზიტი და კონსულტაცია 100 ლ. 

მეორე ეტაპი - მთლიანი თანხის 30-50 %.

მესამე ეტაპი - სამუშაოს დასრულების შემდეგ დარჩენილი 50-70 %.

 

რატომ არის კონსულტაცია ფასიანი?

ინფორმაცია ამ სამყაროში ფასიანი. ასე ხდება ჩვენთანაც, როგორც სხვა სფეროებში კონსულტაციის მიღება ჩვენთანაც ფასიანი, რადგან საპროექტო ობიექტზე ვიზიტის დროს ვხარჯავთ დროს და ფინანსებს, ამის გარდა კი გაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხების შესახებ. მხოლოდ ანაზღაურებით გვიღირს  აღნიშნული შრომის გაწევა.

პ.ს. დისტანციურად კონსულტაცია უფასოა. მოგაწვდით პირობებსა და ჩვენ შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას.

რის მიხედვით განვსაზღვრავთ ფასს?

საპროექტო მომსახურების ფასი განისაზღვრება სამუშაოს სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე.

ვითვალისწინებთ თუ არა თქვენს გემოვნებას?

პროექტი სრულდება დამკვეთისთვის სასურველ სტილში, მას შემდეგ რაც დამკვეთი მოძიებული ფოტომასალით გაგვაცნობს თუ რა სტილი მოსწონს, ამის გათვალისწინებით ვქმნით შესაბამის დიზაინს. 

რა სტილებში ვმუშაობთ?

კონკრეტულ სტილზე მუშაობა დამკვეთის გემოვნებაზეა დამოკიდებული. თქვენთან ერთად განვიხილავთ მსოფლიოში არსებულ ვიზუალურ მაგალითებს, რომლებიც თქვენ მოგწონთ და კონკრეტულ სტილზე ჩამოყალიბების შემდეგ ვმუშაობთ მის დახვეწაზე. დიზაინერული სამუშაო სრულდება დამკვეთის შერჩეული ნებისმიერი სტილის მიხედვით.

როგორ მიმდინარეობს პროექტირების პროცესი?

საპროექტო სამუშოები სრულდება ეტაპობრივად და მაქსიმალურად ხართ ჩართული პროექტირების პროცესში. ინდივიდუალური სიტუაციების გარდა ყველაფერი დისტანციურად კეთდება. ეს გაძლევთ საშუალებას მუდმივად იყოთ პროცესებში ჩართული ნებისმიერი ლოკაციიდან, ამ გზით გარიდებთ შეხვედრებისთვის საჭირო დროის და ფინანსურ ხარჯებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

სიახლეები | ბლოგები და ვლოგები | სრულად ნახვა
შეავსე ტესტი და გაიგე როგორი დიზაინი შეგეფერება დიზაინის ტესტი

Copyright © 2023 ARCHENOME

გადმორეკვის სერვისი

გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით

Valid Invalid number
თქვენ გვიკავშირდებით არასამუშაო დროს.
შესაძლოა მესენჯერში უფრო სწრაფად გიპასუხოთ.
ისარგებლეთ მიმოწერის ქვედა მარჯვენა ღილაკით ან ზარის ჩასანიშნად დააჭირეთ ღილაკს [გაგრძელება]

გახდი ჩვენი გამომწერი

შემოუერთდით ჩვენს გამომწერებს, მიიღეთ სიახლეები და შეთავაზებები

გამოწერა