სტუდიოს ტიპის ბინის ინტერიერის დიზაინი
- მდებარეობა - საქართველო; თბილისი
- ფართობი - 66.63 მ2 [აივნების გარეშე]
- წელი - 2020-2021
- დამკვეთი - ახალგაზრდა ქალი
- პროექტის ავტორი - ნიკა ბანეთიშვილი
"ჭარბად გამოყენებული შავი სარკეები როგორც ტელეფონების, ტელევიზორებისა და სხვა გაჯეტების ჩამქრალი ეკრანის იმიტაცია ერთგვარი განაცხადია ყოველდღიურობად გადაქცეული ურბანული ქაოსისა და ტექნოლოგიების ადამიანთან წონასწორობაში მოსაყვანად. "
ARCHENOME -ის მიერ ფართის შესწავლის შემდეგ დამკვეთთან ინტერვიუებზე დაყრდნობით მომზადდა ინდივიდუალურად მასზე მორგებული ინტერიერის დიზაინის პროექტი.
სტილი - დამკვეთს სურდა შავი ფერისა და ბრუტალური ელემენტების ჭარბად გამოყენება. შესაბამისად დიზაინი გადაწყდა რამდენიმე მონათესავე სტილის კომბინაციით - მინიმალიზმის, ლოფტისა და მოდერნის ელემენტებით. ინტერიერის მკაცრი და ცივი განწყობის განეიტრალება ვცადეთ ღია ფერის ავეჯის და ხის ფაქტურის შტრიხების შემოტანით.
მთავარი გამოწვევა - მისაღების ცენტრში მდებარე კონსტრუქციული ელემენტებია. კოლონას დამატებითი ფუნქცია შევძინეთ და შავი სარკით შევფუთეთ. ხოლო ჭერში რიგელი ჭერის დიზაინის ელემენტად ვაქციეთ.
განსაკუთრებული დეტალები - დამკვეთის ჰობის გათვალისწინებით შევქმენით სივრცე დიჯეინგისთვის, რომელიც სასმელების თაროებთან არის კომბინირებული. ასევე თვალში საცემი დეტალია აბაზანა, რომელიც საძინებელშია განთავსებული და კიდევ უფრო მეტ ვიზუალურ ეფექტს და კომფორტს უქმნის დამკვეთს.























მოწონება
მოწონებულია
1