- მდებარეობა: საქართველო, თბილისი, „ბაზარი ორბელიანზე“
- ფართი: 92 მ2
- წელი - 2022-2023
- პროექტის ავტორი - ნიკა ბანეთიშვილი
პროექტის ფილოსოფია - თანამედროვეობამ ცვლილებებისა და აქტიური ცხოვრების მოცემულობა დაგვიკანონა, სადაც ყოველ წუთს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო შესაძლებლობების საზღვრები უფრო და უფრო პირობითი ხდება. სწორედ თანამედროვეობასთან რელევანტურია ვირტუალური, კრიპტო ვალუტის ბრუნვაში შემოტანა, რომელმაც შეცვალა აქამდე არსებული კანონზომიერება, ახალი ეპოქა და წესრიგი დაამყარა, რომელშიც საქმიანი და აქტიური ადამიანებისთვის, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩინა.
ვალუტის გაცვლისა და ბიზნეს გარიგებებისა თუ თანმხლები საქმიანობების გაჩენამ კი შესაბამისი სივრცეების ფორმირების საჭიროება წარმოშვა. ისევე როგორც სხვა მრავალ სფეროში ეს საკითხი ინტერიერის დიზაინშიც მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.
სტილი - მოდერნისა და მინიმალიზმის ნაზავი
მთავარი გამოწვევა - რამდენიმე ზონის პრაქტიკული და თემატური სინთეზი როგორც თანამედროვე, ისე მომავლის განწყობის კომბინაციით.
განსაკუთრებული დეტალები - ჩვეულებრივ მომავლის ტექნოლოგიებსა და ინტერიერებს ადამიანები ხშირად ფუტურისტული განწყობით წარმოიდგენენ ხოლმე. ხშირად ასეთი ინტერიერები ცივი და უსიცოცხლოა. ეს წარმოდგენა ფანტასტიკისა და კინემატოგრაფიისა თუ სხვა ვირტუალური განზომილებების შექმნამ განაპირობა. ადამიანის გონება ევოლუციურ დონეზე ძირითადად ვერ ეგუება ბუნებისგან, ნაცნობი შეგრძნებებისა თუ ფსიქოემოციური გავლენებისგან განრიდებას. მეტიც ქიმიური პროცესებისა თუ მენტალური ჯანმრთელობისთვის მას ჭირდება გარემო, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებთან და შესაძლებლობებთან ერთად სინთეზშია მისი გენეტიკური გამოცდილება.
გამორჩეული დეტალი მწვანე მცენარეების სიმრავლეა, რომლითაც მაქსიმალურად ვეცადეთ დახურულ სივრცეში სასიამოვნო სიმყუდროვის განცდა შეგვეტანა. ხის ფაქტურა და ფერი სიმყუდროვისა და დადებითი მუხტის მატარებელია. ეს ყველაფერი შერწყმულია ლითონის კონსტრუქციებთან და სპეციფიურ განათებასთან, რითაც შევეცადეთ მაქსიმალურად დაბალანსებული გარემო შეგვექმნა.
მოცემულ კაფეში მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებაა და გრადაციულად ქმნის განვითარებას. ვიტრინიდან და თან გაიყოლეს პრინციპიდან, ბარის ზონისკენ; ბარის ზონიდან კაფის ზონისკენ; კაფის ზონიდან შეხვედრების ზონისკენ. მთლიანად გარემოს კი კრიპტო თემასთან დაკავშირებული ელემენტები, აქტიური სტატისტიკური მონაცემები და ა.შ. აფორმებს, შესაბამისად ამ თემით დაკავებული ადამიანებისთვის საინტერესოდ დატვირთული, ფუნქციური, მყუდრო და საქმიანი გარემოს შექმნას შევეცადეთ.













მოწონება
მოწონებულია
0