- მდებარეობა: საქართველო, თბილისი, სოფელი დიღომი
- ფართი: 87.77მ2
- წელი: 2023
- პროექტის ავტორები: ნიკა ბანეთიშვილი, სოფიო მამარდაშვილი
პროექტის ფილოსოფია - პროექტის სახელწოდების იდეა დისნეის მულტიპლიკაციური ფილმის განწყობით მოგვივიდა, სადაც პიტერ პენის მეგობარი პატარა ფერია ტინკერბელი თავისი ჯადოსნური უნარით ადამიანებს ფრენის შესაძლებლობას ანიჭებს, ხოლო ორიგინალში პინკერბელი თეთრიდან ვარდისფრისკენ გრადაციული ვარდის ჰიბრიდული ჯიშის სახეობას ჰქვია.
პროექტში გამოყენებული მუქი და ეგრეთ წოდებული ჭუჭყიანი ვარდისფერი სწორედ ტინკერბერილივით როლს ასრულებს ინტერიერში, ვარდისფერი ელემენტების შერწყმით და გრადაციით თანამედროვე სტილთან მთავარი ჩანაფიქრი არის იმ აღმაფრენის გამოწვევაა, რასაც ამ ინტერიერში მოხვედრისას განიცდის ადამიანის შინაგანი სამყარო, სწორედ ისე როგორც ტინკერბელის მბრწყინავი ჯადოსნური ფხვნილი ქმნის ფრენის შესაძლებლობას.
მთავარი გამოწვევა - მთავარი გამოწვევა მოცემულ პროექტზე მუშაობისას საპროექტო დავალებით განსაზღვრული სპეციფიური პირობები იყო. კონკრეტული მასალების, ფერებისა და ობიექტების გათვალისწინებით მიმართულების ძიება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. თუმცა მოვახერხეთ მაქსიმალური სიზუსტით დაგვეთვალისწინებინა დამკვეთის სურვილები, შეფასება კი მნახველისთვის მოგვინდია.
განსაკუთრებული დეტალები – მოცემულ პროექტში მთავარ დეტალს წარმოადგენს გათბობის სისტემა. საპროექტო დავალებით განსაზღვრული იყო შედარებით ბიუჯეტუდი გადაწყვეტა და ძირითადი სივრცის რადიატორებით გათბობა. თუმცა დიდი ვიტრაჟებისა და ფუნქციური ავეჯის გათვალისწინებით შეზღუდულები ვიყავით რადიატორების განსათავსებელი ადგილების ნაწილში. სწორად ამან განსაზღვრა ტელევიზორის კედლის დიზაინი. სადაც კედელზე განთავსებული პანელების ელემენტები გადანაწილებულია სახვადასხვა შრეზე ისე რომ ერთ-ერთი პანელის უკან გათვალისწინებულია მაღალი რადიატორი კედლის ნიშაში. კედელში ნიშის მოწყობის იდეა სხვა შემთხვევაშიც აქტიურად გამოვიყენეთ.