- მდებარეობა: საქართველო, თბილისი, საბურთალო, ანჯაფარიძის 5;
- ფართი: 59 მ2
- წელი: 2023-2024
- პროექტის ავტორები: ნიკა ბანეთიშვილი, სოფიო მამარდაშვილი.
პროექტის ფილოსოფია - ჰიბრიდიუმი - ასე დავარქვით ამ პროექტს, სადაც უაღრესად სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით ბევრი ფაქტორის კონცენტრაცია და შერწყმა მოხდა. პროექტი ორმაგად გამომწვევი იყო იმის გათვალისწინებით, რომ წლების წინ განხორციელებული მისი გეგმარება და კომუნიკაციებით აღჭურვა ახლა ახალი სიცოცხლის ჩასაბერად უკან დიზაინის პროექტის შესასრულებლად შემოგვიბრუნდა.
უკვე გარემონტებულ ფართში პროექტირება, მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენდა, თუმცა წლების წინ მომზადებულმა საფუძველმა შექმნა მომენტუმი ჰიბრიდული სივრცის ჩამოსაყალიბებლად. იქიდან გამომდინარე რომ შეზღუდვებში ყოველთვის ვეძებთ შესაძლებლობებს, ცალსახად შეიძლება ითქვას რომ პროექტი იქცა სხვადასხვა სტილის ერთ სივრცეში თავმოყრისა და ინდივიდუალიზმის გამოხატულებად, სადაც ბუნებრივი თუ ხელოვნური მასალები, თბილი თუ ცივი ფერები/ფაქტურები ქმნის ჰარმონიულ გარემოს.
ამ ინტერიერს არსებული ხედებიდან გამომდინარე თამამად შეიძლება ეწოდოს თბილისის ურბანული ქსოვილისა და საპროექტო ობიექტის უბნის ლოგიკური გაგრძელება.
ვიმედოვნებთ მცდელობა შეუმჩნეველი არ დარჩება და დიზაინის უნიკალური შესაძლებლობებით შექმნილი ფსიქოემოციური გავლენები საუკეთესო გარემოს ჩამოაყალიბებს მასში მცხოვრებთათვის შემდეგ რეკონსტრუქციამდე.
მოწონება
მოწონებულია
0