ინტერიერის დიზაინი არის ის იშვიათი გამონაკლისი, რომლის დამოუკიდებლად განხორციელებაც შესაძლოა ყველაზე ძვირად ღირებული ექსპერიმენტი აღმოჩნდეს. ეს არის აღქმა როგორც არა მხოლოდ ინვესტიციის შედეგად მიღებული უძრავი ქონება იმ მომენტისთვის არამედ იმ დროის ინვესტიციაც რასაც მომავალში იმ სივრცეში გაატარებთ. უძრავი ქონების ღირებულებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა პროექტის გარეშე, ათჯერ უფრო მეტი რესურსით მიიღოთ ათჯერ ნაკლები შედეგი, ვიდრე პროექტის დახმარებით.
ზოგადად არქიტექტურა და კონკრეტულად ინტერიერი თავის თავად არაფერს ნიშნავს ადამიანის გარეშე. საკმარისი არ არის ინტერიერი იყოს ვიზუალურად ეფექტური. ადამიანი როგორც ინდივიდი თავისი არსით აზრს სძენს და ხდება სივრცის ფორმირების ნაწილი. სივრცე უნდა იყოს ჰარმონიული და ჯანსაღი, როგორც კონკრეტული პიროვნებებისა თუ სიტუაციების შესაბამისი, ასევე მოქნილი, პრაქტიკული და სუბიექტური იმდენად რამდენადაც გარემოს შეეძლოს ცხოვრების ხარისხის ზრდა.
გვჯერა იმის, რომ სივრცე, რომელიც დროის, ფინანსებისა და სხვა რესურსების ეკონომიას გვაძლევს, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს, გვამოტივირებს და ენერგიით გვავსებს, ქმნის პარალელურ სამყაროს სადაც ერთი და იგივე დროში უფრო დიდხანს ცხოვრებაა შესაძლებელი.
ჩვენი ეს ტექსტი არის ის ხედვა, რომელიც ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, რომლის თვალსაჩინოებისთვისაც ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ მიერ შემუშავებული ხელსაწყოები. შეგიძლიათ აირჩიოთ დიზაინერთან ურთიერთობის ფორმა, ფართის ტიპი, შეიყვანოთ კვადრატულობა და იხილოთ მომსახურების პაკეტები, ინდივიდუალური განფასებებითა და შემადგენლობით.
დიზაინი ცდება ჩემს კომპეტენციას და უკეთესი იქნება თუ დიზაინერი დამოუკიდებლად შეასრულებს მთლიან საქმეს. [10% ფასდაკლება]
20 % იქნება ჩემი ჩართულობა, ხოლო 80 % დიზაინერის. მსურს მხოლოდ მცირე დეტალებში მივიღო მონაწილეობა.
მსურს პროექტში ჩემი და დიზაინერის ჩართულობა იყოს თანაბარი 50/50-ზე. [50% ფასნამატი]
ფერების, ავეჯი და დიზაინის სხვა დეტალები უკვე შერჩეული მაქვს. დიზაინერი მჭირდება მხოლოდ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩამისვას პროგრამაში და შევხედო როგორ გამოიყურება. შენიშვნა: სამწუხაროდ მსგავსი მომსახურება არ გვაქვს, ეს სერვისი სცდება ინტერიერის დიზაინერთან ურთიერთობის ფორმას და განეკუთვნება გრაფიკული დიზაინერის კომპეტენციას. რეკომენდირებულია მიმართოთ შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების მცოდნე სპეციალისტს.
* აუცილებლად მოსანიშნი ველი
* აუცილებლად მოსანიშნი ველი
* აუცილებლად შესავსები ველი
მინიმალური ფართი 25 მ²
საბაზისო - ეს არის პაკეტი მათთვის, ვისაც ფართის ეფექტურად აითვისება, თავისუფალი სივრცის დაგეგმვა, ან უკვე არსებული გეგმარების შეცვლა სურს.
სამუშაოები მოიცავს:
საბაზისო პაკეტი არის ყველაზე ბიუჯეტური და მინიმალური საპროექტო სამუშაოები, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს ყველა ფართში მის გონივრულად ასათვისებლად და დიზაინისთვის კარგი საფუძვლის მოსამზადებლად.
რას მიიღებთ მოცემული საპროექტო სამუშოების შესრულების შედეგად:
როგორ ვმუშაობთ:
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ გეგმარება არ მოიცავს ფერების და დიზაინერული ელემენტების შემუშავებას, პრიმიტიული ავეჯისა და მოცულობების გამოყენებით გეხმარებით საპროექტო ფართის მაქსიმალურად აღქმაში.
ოპტიმალური - ეს არის ფართის ცარიელი მოედნიდან / შავი კარკასიდან თეთრ კარკასამდე მისაყვანი საპოროექტო სამუშაოების პაკეტი. ის არის მათთვის ვისაც სურს, რომ სივრცის ეფექტურად ათვისებასთან ერთად მიიღოს ავეჯსა და ტექნიკაზე იდეალურად მორგებული საინჟინრო კომუნიკაციების [ელექტრობა; წყალ-კანალი; კონდიცირება-ვენტილაცია.] წერტილები. მოცემული პაკეტი არ მოიცავს დიზაინსა და დიზაინის მუშა ნახაზებს, თუმცა ქმნის რემონტის პროცესში სამუშაოთა მწარმოებლებთან მარტივი ურთიერთობის საშუალებასა და დროში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობას.
მოცემული პაკეტი დაგეხმარებათ იმ მნიშვნელოვანი დისკომფორტისგან თავის არიდებაში, რასაც იწვევს, ტიხრების მშენებლობისა და კომუნიკაციების ნალესის, იატაკის და ჭერის ქვეშ მოქცევის შემდეგ აღმოჩენილი შეუსაბამობები, გამორჩენილი / გაუთვალისწინებელი დეტალების გამოსწორების მიზნით რიგი დაუსრულებელი ცვლილებები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი დროის, ენერგიის, ფინანსების, დათმობებისა და ხარისხის დაწევის ხარჯზე.
შესაძლოა სრული დიზაინის პროექტი არ შედიოდეს თქვენს გეგმებში, არ გსურდეთ შესაბამისი ინვესტიციის განხორციელება ან/და სულაც დამოუკიდებლად საკუთარი გემოვნებით აპირებდეთ დიზაინის შექმნა. თუმცა ეს პაკეტი არის ის აუცილებელი საძირკველი, რომელზეც საწყის ეტაპზე და წლების შემდეგაც მარტივი იქნება ეფექტური დიზაინის დაშენება როგორც დამოუკიდებლად ისე სპეციალისტის ჩართულობით.
სამუშაოები მოიცავს:
რას მიიღებთ მოცემული საპროექტო სამუშოების შესრულების შედეგად:
პროექტი არ მოიცავს:
შენიშვნა: განსხვავებულ შემთხვევებში ინდივიდუალური შემოთავაზების მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ მობილურ ნომერზე.
პოპულარი - ეს არის არა სრული დიზაინის ბიუჯეტური პაკეტი მათთვის ვისაც სურს, რომ სივრცის ეფექტურად ათვისებასთან ერთად 3D სურათების [რენდერები] სახით რემონტამდე დაინახოს თავისი ფართი. მოცემული პაკეტი არ მოიცავს კომუნიკაციებისა და დიზაინის მუშა ნახაზებს, თუმცა ქმნის ნათელ წარმოდგენას სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის.
სამუშაოები მოიცავს:
რას მიიღებთ მოცემული საპროექტო სამუშოების შესრულების შედეგად:
როგორ ვმუშაობთ:
პრემიუმი - ეს არის სრული დიზაინის პაკეტი მათთვის ვისაც სურს, რომ სივრცის ეფექტურად ათვისებასთან ერთად 3D სურათების [რენდერები] სახით რემონტამდე დაინახოს თავისი ფართი და რემონტის პროცესშიც მიიღოს დიზაინერის მხარდაჭერა საავტორო ზედამხედველობის სახით. საავტორო ზედამხედველობა გულისხმობს პროექტის ავტორთან შესათანხმებელი მასალების შერჩევაში დახმარებასა და საპროექტო ობიექტზე პერიოდულ ზედამხედველობას სამი თვის განმავლობაში.
სამუშაოები მოიცავს:
რას მიიღებთ მოცემული საპროექტო სამუშაოების შესრულების შედეგად:
პაკეტების შესადარებლად იხელმძღვანელეთ მოცემული ცხრილითპაკეტების შედარება
საპროექტო დოკუმენტაციის ჩამონათვალიდოკუმენტაციის ჩამონათვალი | საბაზისოსაბაზისო | ოპტიმალიოპტიმალი | პოპულარიპოპულარი | პრემიუმიპრემიუმი | |
---|---|---|---|---|---|
1 | დიზაინი [3D ვიზუალიზაცია]3D ვიზუალიზაცია | ||||
2 | არსებული ფართის აზომვითი ნახაზიაზომვითი ნახაზი | ||||
3 | კედლების დემონტაჟის გეგმა [საჭიროების შემთხვევაში]დემონტაჟის გეგმა | ||||
4 | ტიხრების მონტაჟის გეგმამონტაჟის გეგმა | ||||
5 | ავეჯის მოწყობის გეგმაავეჯის გეგმა | ||||
6 | იატაკის გეგმები და ჭრილებიიატაკის | ||||
7 | ჭერების გეგმები და ჭრილებიჭერების | ||||
8 | როზეტებისა და ჩამრთველების სქემატური გეგმაელექტრობა | ||||
9 | განათების მართვის გეგმა ავეჯთან მიმართებაშიგანათების გეგმა | ||||
10 | წყალგაყვანილობის მოწყობის სქემატური გეგმაწყალგაყვანილობა | ||||
11 | კანალიზაციის მოწყობის სქემატური გეგმაკანალიზაცია | ||||
12 | გათბობის მოწყობის სქემატური გეგმაგათბობა | ||||
13 | კედლების განშლა [ოთახების მიხედვით]კედლების განშლა | ||||
14 | ავეჯის ნახაზებიავეჯის ნახაზები | ||||
15 | განსაკუთრებული კედლების ნახაზებიკვანძები | ||||
16 | საპროექტო დეტალების სპეციფიკაციასპეციფიკაციები | ||||
17 | მასალების შერჩევამასალების შერჩევა | ||||
18 | პროექტის საავტორო ზედამხედველობა *ზედამხედველობა * |
* ზედამხედველობა გულისხმობს საავტორო ზედამხედველობას და არ მოიცავს სამუშაოების წარმოების მენეჯმენტს.
კითხვების შემთხვევაში ისარგებლეთ მიმოწერის ველით ან ზარისთვის გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ღილაკები
არქიტექტურა არსებობს ადამიანებისთვის კომფორტული და ორგანიზებული სივრცის ფორმირებისთვის. ის შეიძლება მივაკუთვნოთ ხელოვნების დარგს, რომელიც აერთიანებს შუქ-ჩრდილებს, მოცულობებს, მასშტაბს, ფერებს, ფაქტურებს და განუყოფელია შემოქმედებითი პროცესისგან. არქიტექტურა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანების მისწრაფებებს, თანამედროვე შესაძლებლობებს და აერთიანებდეს ობიექტის ფუნქციონალურ, ტექნიკურ და ესთეტიკურ მხარეებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს იმის შესახებაც, რომ გენეტიკასთან და ცხოვრების წესთან ერთად, ჩვენს მდგომარეობაზე, ჯანმრთელობაზე უდიდეს ზეგავლენას არქიტექტურაც ახდენს, რადგანაც ვცხოვრობთ გარემოში, რომელიც მოქმედებს ჩვენზე, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. სწორედ ამიტომ, ჩვენი საპროექტო აკეთებს აქცენტს ჯანსაღ არქიტექტურაზე და ამ მიდგომის პოპულარიზაციაზე.
შენობის ექსტერიერი, არქიტექტურული სტილი არის ერთგვარი სავიზიტო ბარათი, პირველი ვიზუალური ინფორმაცია, რომლის დახმარებითაც იქმნება წარმოდგენა მისი მფლობელის გემოვნების, ინტერესების და მსოფლმხედველობის შესახებ. შენობის არქიტექტურა აუცილებლად უნდა იყოს ჰარმონიაში, როგორც ბუნებრივ გარემოსთან, რელიეფთან, ისე ინტერიერთან და ჯდებოდეს ურბანულ განაშენიანებაში.
დროებით მიუწვდომელია
საიტი იმყოფება ტესტირების რეჟიმში, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის
მუშაობის დაწყებამდე პირველი ეტაპი განაცხადის შევსებაა. ეს კითხვარი გვეხმარება უკეთ შევაფასოთ თქვენი პროექტი, მისი მოთხოვნები, საჭიროებები და ზოგადად, გავეცნოთ თქვენ მიერ მოწოდებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას. შეავსეთ ეს ფორმა და დეტალების დასაზუსტებლად მაქსიმალურად სწრაფად დაგიკავშირდებით.
ლანდშაფტის დიზაინი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეზოს გამწვანება და კეთილმოწყობა. ეს არის ხელოვნება, რომელიც აერთიანებს სამ მიმდინარეობას: არქიტექტურას, მშენებლობას და პროექტირებას ერთის მხვრივ, ბოტანიკას მეორეს მხვრივ და ისტორიას ფილოსოფიასთან ერთად მესამეს მხვრივ.
დღესდღეობით, ადამიანი იმდენადაა ჩართული საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში, რომ კარგავს კავშირს ბუნებასთან. მაგრამ რადგანაც ის მისი განუყოფელი ნაწილია, მსოფილიოს სამედიცინო პრაქტიკაში, დამკვიდრდა ბუნებაში დროის გატარება, როგორ ჯანმრთელობის ერთ-ერთი რეცეპტი.
ლანდშაფტის დიზაინის დახმარებით შესაძლებელია ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც დადებითად აისახება თქვენს განწყობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ლანდშაფტის დიზაინის მთავარი ამოცანაა- ჰარმონიული სივრცის შექმნა, რომელიც გააქრობს "კონფლიქტს" ურბანისტულ ფორმებსა და ბუნებას შორის. სწორი გამწვანება შექმნის იდეალურ გარემოს განტვირტვისთვის და დასვენებისთვის, სივრცე იქნება დაყოფილი ფუნქციონალურ და კომფორტულ ზონებად, თქვენი ექსტერიერი კი, სეზონის მიუხედავად ვიზუალურად ეფექტური დარჩება.
გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა 5 ლარიდან
• ტერიტორიის კეთილმოწყობის გეგმა;
• მცირე არქიტექტურული ფორმები;
• ფრაგმენტები, დეტალები;
შენიშვნა: სამუშაოების ღირებულებას განსაზღვრავს ტერიტორიის მოცულობა და მასზე თქვენთან შეთანხმებული სამუშაოების სირთულე. ასევე ეს ყველაფერი მომზადდება მხოლოდ 2D ფორმატში თუ მოხდება მისი 3D მაღალ დონეზე დამუშავება.
გარე ტერიტორიის მოწყობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია დენდროლოგიური პროექტის მომზადება მცენარეების ჯიშების, მათი სეზონური ყვავილობის, ზრდის ტემპისა და უერთიერთკომპოზიციის განსასაზღვრად. ამ სამუშაოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება დენდროლოგის დახმარებით ან მის გარეშე ზედაპირული საპროექტო სამუშაოების წარმოება. სურვილის შემთხვევაში კი, სარწყავი და სანიაღვრე სისტემის პროექტირება.
გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით