Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი არის ის იშვიათი გამონაკლისი, რომლის დამოუკიდებლად განხორციელებაც შესაძლოა ყველაზე ძვირად ღირებული ექსპერიმენტი აღმოჩნდეს. ეს არის აღქმა როგორც არა მხოლოდ ინვესტიციის შედეგად მიღებული უძრავი ქონება იმ მომენტისთვის არამედ იმ დროის ინვესტიციაც რასაც მომავალში იმ სივრცეში გაატარებთ. უძრავი ქონების ღირებულებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა პროექტის გარეშე, ათჯერ უფრო მეტი რესურსით მიიღოთ ათჯერ ნაკლები შედეგი, ვიდრე პროექტის დახმარებით.

ზოგადად არქიტექტურა და კონკრეტულად ინტერიერი თავის თავად არაფერს ნიშნავს ადამიანის გარეშე. საკმარისი არ არის ინტერიერი იყოს ვიზუალურად ეფექტური. ადამიანი როგორც ინდივიდი თავისი არსით აზრს სძენს და ხდება სივრცის ფორმირების ნაწილი. სივრცე უნდა იყოს ჰარმონიული და ჯანსაღი, როგორც კონკრეტული პიროვნებებისა თუ სიტუაციების შესაბამისი, ასევე მოქნილი, პრაქტიკული და სუბიექტური იმდენად რამდენადაც გარემოს შეეძლოს ცხოვრების ხარისხის ზრდა.

გვჯერა იმის, რომ სივრცე, რომელიც დროის, ფინანსებისა და სხვა რესურსების ეკონომიას გვაძლევს, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს, გვამოტივირებს და ენერგიით გვავსებს, ქმნის პარალელურ სამყაროს სადაც ერთი და იგივე დროში უფრო დიდხანს ცხოვრებაა შესაძლებელი.

ჩვენი ეს ტექსტი არის ის ხედვა, რომელიც ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, რომლის თვალსაჩინოებისთვისაც ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ მიერ შემუშავებული ხელსაწყოები. შეგიძლიათ აირჩიოთ დიზაინერთან ურთიერთობის ფორმა, ფართის ტიპი, შეიყვანოთ კვადრატულობა და იხილოთ მომსახურების პაკეტები, ინდივიდუალური განფასებებითა და შემადგენლობით.

ვრცლად ნახვა ნაკლების ნახვა

ფასის გამოსათვლელად გთხოვთ მონიშნოთ და შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები

აირჩიეთ თქვენი და დიზაინერის პროექტში ჩართულობის პროპორციულობა

0 / 100

20 / 80

50 / 50

80 / 20

0%

დიზაინი ცდება ჩემს კომპეტენციას და უკეთესი იქნება თუ დიზაინერი დამოუკიდებლად შეასრულებს მთლიან საქმეს. [10% ფასდაკლება]

20 % იქნება ჩემი ჩართულობა, ხოლო 80 % დიზაინერის. მსურს მხოლოდ მცირე დეტალებში მივიღო მონაწილეობა.

მსურს პროექტში ჩემი და დიზაინერის ჩართულობა იყოს თანაბარი 50/50-ზე. [50% ფასნამატი]

ფერების, ავეჯი და დიზაინის სხვა დეტალები უკვე შერჩეული მაქვს. დიზაინერი მჭირდება მხოლოდ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩამისვას პროგრამაში და შევხედო როგორ გამოიყურება.

შენიშვნა: სამწუხაროდ მსგავსი მომსახურება არ გვაქვს, ეს სერვისი სცდება ინტერიერის დიზაინერთან ურთიერთობის ფორმას და განეკუთვნება გრაფიკული დიზაინერის კომპეტენციას. რეკომენდირებულია მიმართოთ შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების მცოდნე სპეციალისტს.

* აუცილებლად მოსანიშნი ველი

* აუცილებლად მოსანიშნი ველი

* აუცილებლად შესავსები ველი

მინიმალური ფართი 25 მ²

აირჩიეთ სასურველი პაკეტი და გაეცანით მის შემადგენლობას
საბაზისო
$00 00
ყოველი კვადრატული მეტრი
ჯამი 0.00 $
GELUSD
  • გეგმარება
  • ზონირება
სრული აღწერა
ოპტიმალი
$00 00
ყოველი კვადრატული მეტრი
ჯამი 0.00 $
GELUSD
  • გეგმარება
  • კომუნიკაციები
სრული აღწერა
პოპულარი
$00 00
ყოველი კვადრატული მეტრი
ჯამი 0.00 $
GELUSD
  • 3დ ვიზუალიზაცია
  • გეგმარება
  • კომუნიკაციები
  • მუშა ნახაზები
სრული აღწერა
პრემიუმი
$00 00
ყოველი კვადრატული მეტრი
ჯამი 0.00 $
GELUSD
  • 3დ ვიზუალიზაცია
  • გეგმარება
  • კომუნიკაციები
  • მუშა ნახაზები
  • ზედამხედველობა
სრული აღწერა

Xსაბაზისო

საბაზისო - ეს არის პაკეტი მათთვის, ვისაც ფართის ეფექტურად აითვისება, თავისუფალი სივრცის დაგეგმვა, ან უკვე არსებული გეგმარების შეცვლა სურს.

 

სამუშაოები მოიცავს:

  • წინა საპროექტო სამუშაოებს [ვიზიტი; აზომვა; დასურათება] საჭიროების შემთხვევაში  [+150₾];
  • საპროექტო დავალების მომზადებას;
  • ავეჯითა და ტიხრებით ფართის ზონირების ვერსიების მომზადებას 2D ფორმატში;
  • ავეჯითა და ტიხრებით ფართის ზონირების ვერსიების მომზადებას 3D ფორმატში [არ იგულისხმება დიზაინი];
  • შერჩეული ვერსიის დამუშავებას მუშა ნახაზების სახით;
  • პროექტის 2 ალბომის გადმოცემას [თქვენთვის და სამუშაოთა მწარმოებლისთვის] A3 ფორმატში.

საბაზისო პაკეტი არის ყველაზე ბიუჯეტური და მინიმალური საპროექტო სამუშაოები, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს ყველა ფართში მის გონივრულად ასათვისებლად და დიზაინისთვის კარგი საფუძვლის მოსამზადებლად.

 

რას მიიღებთ მოცემული საპროექტო სამუშოების შესრულების შედეგად:

  • თუ ფართი ჯერ არ გიყიდიათ ან არ გიქირავებიათ შეძლებთ განსაზღვროთ აკმაყოფილებს თუ არა თქვენს მოთხოვნებს;
  • ფართში / უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩადებისა და მისი მოცულობის მიზანშეწონილობას ადგენთ;
  • თითოეული კვადრატის ეფექტურად ათვისების შესაძლებლობა ჩნდება;
  • იღებთ არა უბრალოდ ტიხრებით დაყოფილ სივრცეს, არამედ სრულად გააზრებულ ფართს ავეჯის გათვალისწინებით;
  • შაბლონურ გადაწყვეტილებებზე მორგების მაგივრად თქვენს ინდივიდუალურ გარემოს ქმნით;
  • ტიხრების განლაგება ხდება ავეჯის გათვალისწინებით, ისე რომ ავეჯის ჩამალვისა და ზონირების სხვა ტექნიკებით ფართი იმაზე უფრო ეფექტური და დიდი ჩანდეს ვიდრე არის;
  • ტიხრებისა და ავეჯის განლაგება პროექტდება ერგონომიული სტანდარტების დაცვით, რაც ზრდის კომფორტს და გიცავთ უსიამოვნო სიურპრიზებისგან;
  • სველი წერტილებისა და სხვა საკომუნიკაციო აგრეგატებისთვის ირჩევა ოპტიმალური ადგილები ტექნიკური რეგლამენტების დაცვით;
  • პროექტი და მისი შემადგენლობა ამარტივებს კომუნიკაციას მომუშავე პერსონალთან;
  • ტიხრებითა და ავეჯით ფართის ზონირება ქმნის კარგ საფუძველს დიზაინის სამომავლოდ დაგეგმვისა თუ განახლებისთვის;
  • იზრდება უძრავი ქონების ფასი და მარტივდება მისი გაყიდვის შესაძლებლობა.

 

როგორ ვმუშაობთ:

  • არსებული ფართის აზომვისა და შესაბამისი 3დ მოდელის შექმნის შემდეგ გიგზავნით სპეციალურ კითხვარს, რომელიც საშუალებას გაძლევთ სრულად დააფიქსიროთ თქვენი სურვილები. კითხვარი იძლევა საშუალებას, რომ არ გამოგვრჩეს დეტალები და ყურადღება გაგამახვილებინოთ ისეთ საკითხებზე, რომელზეც შესაძლოა აქამდე არც გიფიქრიათ. სწორედ ამ სურვილებზე დაყრდნობით ფართში მოხდება ტიხრების დაგეგმვა და ავეჯის განლაგება.
  • ავეჯის გარეშე ტიხრების გეგმარება არის ხშირად გავრცელებული არაპროფესიონალური მიდგომა, რომელიც გაყენებთ მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ. სწორედ ავეჯი და ტექნიკა განსაზღვრავს სივრცის ფორმირებას.
  • შემოგთავაზებთ მაქსიმალურად გონივრულ ვარიანტებს. ვარიანტების რაოდენობას განსაზღვრავს ვერტიკალური საკომუნიკაციო დგარები [ვენტილაცია; წყალ-კანალის ცენტრალური დგარები] ბინის პროპორციები, კარ-ფანჯრები და ა.შ. დაიგეგმება ერთობლივი მუშა შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი ვარიანტებიდან შეირჩევა თქვენთვის სასურველი ან მათი ადგილზე კორექტირებითა თუ კომბინაციით ახალი ვერსია ფორმირდება. პროგრამა, რომელშიც ეს ყველაფერი კეთდება გვაძლევს საშუალებას ვიაროთ ვირტუალურად შექმნილ თქვენს ფართში და  უკეთ წარმოვიდგინოთ ტიხრებისა და ავეჯის განლაგება.
  • შერჩეული ვარიანტის დამუშავებითა და თქვენთვის გადმოცემით სრულდება სამუშაოები.

 

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ გეგმარება არ მოიცავს ფერების და დიზაინერული ელემენტების შემუშავებას, პრიმიტიული ავეჯისა და მოცულობების გამოყენებით გეხმარებით საპროექტო ფართის მაქსიმალურად აღქმაში.

Xოპტიმალი

ოპტიმალური - ეს არის ფართის ცარიელი მოედნიდან / შავი კარკასიდან თეთრ კარკასამდე მისაყვანი საპოროექტო სამუშაოების პაკეტი. ის არის მათთვის ვისაც სურს, რომ სივრცის ეფექტურად ათვისებასთან ერთად მიიღოს ავეჯსა და ტექნიკაზე იდეალურად მორგებული საინჟინრო კომუნიკაციების [ელექტრობა; წყალ-კანალი; კონდიცირება-ვენტილაცია.] წერტილები. მოცემული პაკეტი არ მოიცავს დიზაინსა და დიზაინის მუშა ნახაზებს, თუმცა ქმნის რემონტის პროცესში სამუშაოთა მწარმოებლებთან მარტივი ურთიერთობის საშუალებასა და დროში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობას.

მოცემული პაკეტი დაგეხმარებათ იმ მნიშვნელოვანი დისკომფორტისგან თავის არიდებაში, რასაც იწვევს, ტიხრების მშენებლობისა და კომუნიკაციების ნალესის, იატაკის და ჭერის ქვეშ მოქცევის შემდეგ აღმოჩენილი შეუსაბამობები, გამორჩენილი / გაუთვალისწინებელი დეტალების გამოსწორების მიზნით რიგი დაუსრულებელი ცვლილებები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი დროის, ენერგიის, ფინანსების, დათმობებისა და ხარისხის დაწევის ხარჯზე.

შესაძლოა სრული დიზაინის პროექტი არ შედიოდეს თქვენს გეგმებში, არ გსურდეთ შესაბამისი ინვესტიციის განხორციელება ან/და სულაც დამოუკიდებლად საკუთარი გემოვნებით აპირებდეთ დიზაინის შექმნა. თუმცა ეს პაკეტი არის ის აუცილებელი საძირკველი, რომელზეც საწყის ეტაპზე და წლების შემდეგაც მარტივი იქნება ეფექტური დიზაინის დაშენება როგორც დამოუკიდებლად ისე სპეციალისტის ჩართულობით. 

 

სამუშაოები მოიცავს:

  • წინა საპროექტო სამუშაოებს [ვიზიტი; კონსულტაცია; ფართის შესწავლა] საჭიროების შემთხვევაში  [+100₾];
  • თქვენთან კონსულტაციის, კითხვარისა და ინტერვიუების შედეგად საპროექტო დავალების მომზადებას;
  • ავეჯითა და ტიხრებით ფართის ზონირების ოპტიმალური ვერსიების მომზადებას.
  • სამუშაო შეხვედრას ვერსიების განსახილველად;
  • შეთანხმებული კონცეფციის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
  • დადასტურების შემდეგ ფართის ზონირების შესაბამისი საკომუნიკაციო ქსელებისა და წერტილების სქემატური გეგმების მომზადებას;
  • სამუშაო შეხვედრას სქემების განსახილველად;
  • შეთანხმებული სქემების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას;
  • დადასტურების შემდეგ პროექტის A3 ფორმატში ორი ალბომის გადმოცემას [თქვენთვის და სამუშაოთა მწარმოებლ[ებ]ისთვის].

 

რას მიიღებთ მოცემული საპროექტო სამუშოების შესრულების შედეგად:

  • პროექტი და მისი შემადგენლობა ამარტივებს კომუნიკაციას მომუშავე პერსონალთან;
  • პროექტს ახლავს შესაბამისი განმარტებები, და სპეციფიკაცია/ესპლიკაციები, რომელიც მაქსიმალურად გასაგებს ხდის დაგეგმილ სამუშაოებს;
  • გეგმარების, ზონირებისა და კომუნიკაციების ნახაზები ამარტივებს მასალების დაანგარიშებისა და მათი შეძენის პროცესს.
  • იზრდება უძრავი ქონების ფასი და მარტივდება მისი გაყიდვის შესაძლებლობა.
  • თუ ფართი ჯერ არ გიყიდიათ ან არ გიქირავებიათ შეძლებთ განსაზღვროთ აკმაყოფილებს თუ არა თქვენ მოთხოვნებს;
  • დაადგენთ ფართში / უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩადებისა და მისი მოცულობის მიზანშეწონილობას;
  • გეძლევათ თითოეული კვადრატის ეფექტურად ათვისების შესაძლებლობა;
  • შაბლონურ კონცეფციების ნაცვლად იღებთ არა უბრალოდ ტიხრებით დაყოფილ სივრცეს, არამედ სრულად გააზრებულ და  თქვენ ან/და თქვენი ორგანიზაციის კორპორატიული კულტურის შესაბამის ინდივიდუალურ გარემოს;
  • ფართის ზონირება ხდება ავეჯის გათვალისწინებით, ისე რომ ავეჯის ჩამალვისა და ზონირების სხვა ტექნიკებით ფართი იმაზე უფრო ეფექტური და დიდი ჩანდეს ვიდრე არის;
  • ტიხრებისა და ავეჯის განლაგება პროექტირდება ერგონომიული სტანდარტების დაცვით, რაც ზრდის კომფორტს და გიცავთ უსიამოვნო სიურპრიზებისგან;
  • სველი წერტილებისა და სხვა საკომუნიკაციო აგრეგატებისთვის ირჩევა ოპტიმალური ადგილები ტექნიკური რეგლამენტების დაცვით;
  • საკომუნიკაციო სქემებზე დატანილი ინფორმაცია მოიცავს სიმაღლეების, დაშორებისა სხვა სპეციფიურ ზომებთან ერთად საინფორმაციო კომენტარებს;
  • პროექტის ბეჭდური დიდი ფორმატის ვერსია ამარტივებს სამუშაოების შეუფერხებლად და ეფექტურად წარმართვას.

 

პროექტი არ მოიცავს:

  • ისეთ საინჟინრო გაანგარიშებებს, რომელიც ცდება ინტერიერის დიზაინის კომპეტენციას. სურვილის შემთხვევაში ხდება შესაბამისი ინჟინერის / სპეციალისტის ჩართვა და საინჟინრო პროექტის მომზადება შესაბამისი ღირებულებით;
  • სახარჯი მასალების ჩამონათვალს [ამას მხოლო საინჟინრო პროექტი ითვალისწინებს];
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის საჭიროა საინჟინრო პროექტის შესაბამისი სამუშაოთა და მასალათა მოცულობებზე დაყრდნობით დეფექტური აქტის შედგენა, დეფექტური აქტის განფასება ხორციელდება შესაბამისი სპეცილისტის, ხაჯთაღმრიცხველის, მიერ და ითვალისწინებს დამატებით ღირებულებას. მიღებული ხარჯთაღრიცხვა მეტნაკლებად ზოგადია და ეყრდნობა სხვადასხვა ნორმებსა თუ კვარტლურ ფასებს. შესაბამისი ბიუჯეტის არ არსებობის შემთხვევაში რეკომენდირებულია განფასება სთხოვოთ უშუალოდ სამუშაოთა მწარმოებელს.
  • საავტორო ზედამხედველობასა და სამუშაოების პროცესში ვიზიტებს;
  • კონსულტაციებსა და ისეთი ტიპის სამუშაოებს რაც არ არის გათვალისწინებული არცერთ პაკეტში ან მოიცავს მხოლოდ სხვა პაკეტები.

 

შენიშვნა: განსხვავებულ შემთხვევებში ინდივიდუალური შემოთავაზების მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ მობილურ ნომერზე.

Xპოპულარი

პოპულარი - ეს არის  არა სრული დიზაინის ბიუჯეტური პაკეტი მათთვის ვისაც სურს, რომ სივრცის ეფექტურად ათვისებასთან ერთად 3D სურათების [რენდერები] სახით რემონტამდე დაინახოს თავისი ფართი. მოცემული პაკეტი არ მოიცავს კომუნიკაციებისა და დიზაინის მუშა ნახაზებს, თუმცა ქმნის ნათელ წარმოდგენას სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის.

 

სამუშაოები მოიცავს:

  • წინა საპროექტო სამუშაოებს [ვიზიტი; კონსულტაცია; ფართის შესწავლა] საჭიროების შემთხვევაში  [+100];
  • საპროექტო დავალების მომზადებას;
  • ავეჯითა და ტიხრებით ფართის ზონირებას და დიზაინის კონცეფციის მომზადებას;
  • შეთანხმებული კონცეფციის შესაბამისი 3D ვიზუალური ხედების [რენდერები] მომზადებას;
  • კომუნიკაციების ნახაზების სქემატური გეგმების მომზადებას; [საინჟინრო ნაწილის მომზადება შეთანხმებით];
  • დიზაინის მუშა დოკუმენტაციის [გეგმები; კვანძები; სპეციფიკაციები და ა.შ.] მომზადებას;
  • პროექტის ორი A3 ზომის ალბომის გადმოცემას [თქვენთვის და სამუშაოთა მწარმოებლისთვის].

 

რას მიიღებთ მოცემული საპროექტო სამუშოების შესრულების შედეგად:

  • თუ ფართი ჯერ არ გიყიდიათ ან არ გიქირავებიათ შეძლებთ განსაზღვროთ აკმაყოფილებს თუ არა თქვენს მოთხოვნებს;
  • ფართში / უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩადებისა და მისი მოცულობის მიზანშეწონილობას ადგენთ;
  • თითოეული კვადრატის ეფექტურად ათვისების შესაძლებლობა ჩნდება;
  • იღებთ არა უბრალოდ ტიხრებით დაყოფილ სივრცეს, არამედ სრულად გააზრებულ ფართს ავეჯის გათვალისწინებით;
  • შაბლონური გადაწყვეტილებებთან მორგების მაგივრად თქვენ ინდივიდუალურ გარემოს ქმნით;
  • ფართის ზონირება ხდება ავეჯის გათვალისწინებით, ისე რომ ავეჯის ჩამალვისა და ზონირების სხვა ტექნიკებით ფართი იმაზე უფრო ეფექტური და დიდი ჩანდეს ვიდრე არის;
  • ტიხრებისა და ავეჯის განლაგება პროექტდება ერგონომიული სტანდარტების დაცვით, რაც ზრდის კომფორტს და გიცავთ უსიამოვნო სიურპრიზებისგან;
  • სველი წერტილებისა და სხვა საკომუნიკაციო აგრეგატებისთვის ირჩევა ოპტიმალური ადგილები ტექნიკური რეგლამენტების დაცვით;
  • თქვენთან კონსულტაციისა და ინტერვიუების შედეგად იქმნება საპროექტო დავალება;
  • მზადდება ინდივიდუალურად თქვენს გემოვნებაზე მორგებული 3D ვიზუალური მასალა;
  • ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გათვლილია შესაბამისი ზომებისა და სპეციფიკაციების მითითებით;
  • პროექტი და მისი შემადგენლობა ამარტივებს კომუნიკაციას მომუშავე პერსონალთან;
  • 3D ვიზუალური ხედები ამარტივებს მასალების მოძიებასა და მათი შეძენის პროცესს;
  • იზრდება უძრავი ქონების ფასი და მარტივდება მისი გაყიდვის შესაძლებლობა.

 

როგორ ვმუშაობთ:

  • არსებული ფართის აზომვისა და შესაბამისი 3D მოდელის შექმნის შემდეგ გიგზავნით სპეციალურ კითხვარს, რომელიც საშუალებას გაძლევთ სრულად დააფიქსიროთ თქვენი სურვილები, რომ არ გამოგვრჩეს დეტალები და ყურადღება გაგამახვილებინოთ ისეთ საკითხებზე, რომელზეც შესაძლოა აქამდე არც გიფიქრიათ. სწორედ ამ სურვილებზე დაყრდნობით ჩატარდება საპროექტო სამუშაოები.
  • დიზაინის დამუშავებისა და შეთანხმების შემდეგ თქვენთვის პროექტის ალბომების გადმოცემით სრულდება სამუშაოები.

Xპრემიუმი

პრემიუმი - ეს არის სრული დიზაინის პაკეტი მათთვის ვისაც სურს, რომ სივრცის ეფექტურად ათვისებასთან ერთად 3D სურათების [რენდერები] სახით რემონტამდე დაინახოს თავისი ფართი და რემონტის  პროცესშიც მიიღოს დიზაინერის მხარდაჭერა საავტორო ზედამხედველობის სახით. საავტორო ზედამხედველობა გულისხმობს პროექტის ავტორთან შესათანხმებელი მასალების შერჩევაში დახმარებასა და საპროექტო ობიექტზე პერიოდულ ზედამხედველობას სამი თვის განმავლობაში.

 

სამუშაოები მოიცავს:

  • წინა საპროექტო სამუშაოებს [ვიზიტი; კონსულტაცია; ფართის შესწავლა] საჭიროების შემთხვევაში  [+100₾];
  • საპროექტო დავალების მომზადებას;
  • ავეჯითა და ტიხრებით ფართის ზონირებას და დიზაინის კონცეფციის მომზადებას;
  • შეთანხმებული კონცეფციის შესაბამისი 3D ვიზუალური ხედების [რენდერები] მომზადებას;
  • კომუნიკაციების ნახაზების სქემატური გეგმების მომზადებას; [საინჟინრო ნაწილის მომზადება შეთანხმებით];
  • დიზაინის მუშა დოკუმენტაციის [გეგმები; კვანძები; სპეციფიკაციები და ა.შ.] მომზადებას;
  • ობიექტის საავტორო ზედამხედველობას;
  • პროექტის ორი A3 ზომის ალბომის გადმოცემას [თქვენთვის და სამუშაოთა მწარმოებლისთვის].

 

რას მიიღებთ მოცემული საპროექტო სამუშაოების შესრულების შედეგად:

  • თუ ფართი ჯერ არ გიყიდიათ ან არ გიქირავებიათ შეძლებთ განსაზღვროთ აკმაყოფილებს თუ არა თქვენს მოთხოვნებს;
  • ფართში / უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩადებისა და მისი მოცულობის მიზანშეწონილობას ადგენთ;
  • თითოეული კვადრატის ეფექტურად ათვისების შესაძლებლობა ჩნდება;
  • იღებთ არა უბრალოდ ტიხრებით დაყოფილ სივრცეს, არამედ სრულად გააზრებულ ფართს ავეჯის გათვალისწინებით;
  • შაბლონური გადაწყვეტილებებთან მორგების მაგივრად თქვენ ინდივიდუალურ გარემოს ქმნით;
  • ფართის ზონირება ხდება ავეჯის გათვალისწინებით, ისე რომ ავეჯის ჩამალვისა და ზონირების სხვა ტექნიკებით ფართი იმაზე უფრო ეფექტური და დიდი ჩანდეს ვიდრე არის;
  • ტიხრებისა და ავეჯის განლაგება პროექტდება ერგონომიული სტანდარტების დაცვით, რაც ზრდის კომფორტს და გიცავთ უსიამოვნო სიურპრიზებისგან;
  • სველი წერტილებისა და სხვა საკომუნიკაციო აგრეგატებისთვის ირჩევა ოპტიმალური ადგილები ტექნიკური რეგლამენტების დაცვით;
  • თქვენთან კონსულტაციისა და ინტერვიუების შედეგად იქმნება საპროექტო დავალება;
  • მზადდება ინდივიდუალურად თქვენს გემოვნებაზე მორგებული 3D ვიზუალური მასალა;
  • ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გათვლილია შესაბამისი ზომებისა და სპეციფიკაციების მითითებით;
  • პროექტი და მისი შემადგენლობა ამარტივებს კომუნიკაციას მომუშავე პერსონალთან;
  • 3D ვიზუალური ხედები ამარტივებს მასალების მოძიებასა და მათი შეძენის პროცესს;
  • გარჩევინებთ მასალებს, პერიოდულ საავტორო ზედამხედველობას ვუწევთ ობიექტს [ეს სერვისი გვაქვს მხოლოდ თბილისში, 100კვადრატულზე ზევით];
  • იზრდება უძრავი ქონების ფასი და მარტივდება მისი გაყიდვის შესაძლებლობა.

 

პაკეტების შესადარებლად იხელმძღვანელეთ მოცემული ცხრილითპაკეტების შედარება

საპროექტო დოკუმენტაციის ჩამონათვალიდოკუმენტაციის ჩამონათვალისაბაზისოსაბაზისოოპტიმალიოპტიმალიპოპულარიპოპულარიპრემიუმიპრემიუმი
1დიზაინი [3D ვიზუალიზაცია]3D ვიზუალიზაცია
2არსებული ფართის აზომვითი ნახაზიაზომვითი ნახაზი
3კედლების დემონტაჟის გეგმა [საჭიროების შემთხვევაში]დემონტაჟის გეგმა
4ტიხრების მონტაჟის გეგმამონტაჟის გეგმა
5ავეჯის მოწყობის გეგმაავეჯის გეგმა
6იატაკის გეგმები და ჭრილებიიატაკის
7ჭერების გეგმები და ჭრილებიჭერების
8როზეტებისა და ჩამრთველების სქემატური გეგმაელექტრობა
9განათების მართვის გეგმა ავეჯთან მიმართებაშიგანათების გეგმა
10წყალგაყვანილობის მოწყობის სქემატური გეგმაწყალგაყვანილობა
11კანალიზაციის მოწყობის სქემატური გეგმაკანალიზაცია
12გათბობის მოწყობის სქემატური გეგმაგათბობა
13კედლების განშლა [ოთახების მიხედვით]კედლების განშლა
14ავეჯის ნახაზებიავეჯის ნახაზები
15განსაკუთრებული კედლების ნახაზებიკვანძები
16საპროექტო დეტალების სპეციფიკაციასპეციფიკაციები
17მასალების შერჩევამასალების შერჩევა
18პროექტის საავტორო ზედამხედველობა *ზედამხედველობა *

* ზედამხედველობა გულისხმობს საავტორო ზედამხედველობას და არ მოიცავს სამუშაოების წარმოების მენეჯმენტს.

კითხვების შემთხვევაში ისარგებლეთ მიმოწერის ველით ან ზარისთვის გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ღილაკები

არქიტექტურა

არქიტექტურა არსებობს ადამიანებისთვის კომფორტული და ორგანიზებული სივრცის ფორმირებისთვის. ის შეიძლება მივაკუთვნოთ ხელოვნების დარგს, რომელიც აერთიანებს შუქ-ჩრდილებს, მოცულობებს, მასშტაბს, ფერებს, ფაქტურებს და განუყოფელია შემოქმედებითი პროცესისგან. არქიტექტურა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანების მისწრაფებებს, თანამედროვე შესაძლებლობებს და აერთიანებდეს ობიექტის ფუნქციონალურ, ტექნიკურ და ესთეტიკურ მხარეებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს იმის შესახებაც, რომ გენეტიკასთან და ცხოვრების წესთან ერთად, ჩვენს მდგომარეობაზე, ჯანმრთელობაზე უდიდეს ზეგავლენას არქიტექტურაც ახდენს, რადგანაც ვცხოვრობთ გარემოში, რომელიც მოქმედებს ჩვენზე, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. სწორედ ამიტომ, ჩვენი საპროექტო აკეთებს აქცენტს ჯანსაღ არქიტექტურაზე და ამ მიდგომის პოპულარიზაციაზე.

შენობის ექსტერიერი, არქიტექტურული სტილი არის ერთგვარი სავიზიტო ბარათი, პირველი ვიზუალური ინფორმაცია, რომლის დახმარებითაც იქმნება წარმოდგენა მისი მფლობელის გემოვნების, ინტერესების და მსოფლმხედველობის შესახებ. შენობის არქიტექტურა აუცილებლად უნდა იყოს ჰარმონიაში, როგორც ბუნებრივ გარემოსთან, რელიეფთან, ისე ინტერიერთან და ჯდებოდეს ურბანულ განაშენიანებაში.

ვრცლად ნახვა ნაკლების ნახვა

დროებით მიუწვდომელია

საიტი იმყოფება ტესტირების რეჟიმში, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

დიზაინი

განაცხადის ფორმა შეთავაზების მოსამზადებლად 

მუშაობის დაწყებამდე პირველი ეტაპი განაცხადის შევსებაა. ეს კითხვარი გვეხმარება უკეთ შევაფასოთ თქვენი პროექტი, მისი მოთხოვნები, საჭიროებები და ზოგადად,  გავეცნოთ თქვენ მიერ მოწოდებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას. შეავსეთ ეს ფორმა და დეტალების დასაზუსტებლად მაქსიმალურად სწრაფად დაგიკავშირდებით.

ვრცლად ნახვა ნაკლების ნახვა
წარმატებით გაიგზავნა
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა

ლანდშაფტი

ლანდშაფტის დიზაინი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეზოს გამწვანება და კეთილმოწყობა. ეს არის ხელოვნება, რომელიც აერთიანებს სამ მიმდინარეობას: არქიტექტურას, მშენებლობას და პროექტირებას ერთის მხვრივ, ბოტანიკას მეორეს მხვრივ და ისტორიას ფილოსოფიასთან ერთად მესამეს მხვრივ. 

დღესდღეობით, ადამიანი იმდენადაა ჩართული საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში, რომ კარგავს კავშირს ბუნებასთან. მაგრამ რადგანაც ის მისი განუყოფელი ნაწილია, მსოფილიოს სამედიცინო პრაქტიკაში, დამკვიდრდა ბუნებაში დროის გატარება, როგორ ჯანმრთელობის ერთ-ერთი რეცეპტი. 

ლანდშაფტის დიზაინის დახმარებით შესაძლებელია ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც დადებითად აისახება თქვენს განწყობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ლანდშაფტის დიზაინის მთავარი ამოცანაა- ჰარმონიული სივრცის შექმნა, რომელიც გააქრობს "კონფლიქტს" ურბანისტულ ფორმებსა და ბუნებას შორის. სწორი გამწვანება შექმნის იდეალურ გარემოს განტვირტვისთვის და დასვენებისთვის, სივრცე იქნება დაყოფილი ფუნქციონალურ და კომფორტულ ზონებად, თქვენი ექსტერიერი კი, სეზონის მიუხედავად ვიზუალურად ეფექტური დარჩება.

გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა 5 ლარიდან

ტერიტორიის კეთილმოწყობის გეგმა;

მცირე არქიტექტურული ფორმები;

ფრაგმენტები, დეტალები;

შენიშვნა: სამუშაოების ღირებულებას განსაზღვრავს ტერიტორიის მოცულობა და მასზე თქვენთან შეთანხმებული სამუშაოების სირთულე. ასევე ეს ყველაფერი მომზადდება მხოლოდ 2D ფორმატში თუ მოხდება მისი 3D მაღალ დონეზე დამუშავება.

გარე ტერიტორიის მოწყობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია დენდროლოგიური პროექტის მომზადება მცენარეების ჯიშების, მათი სეზონური ყვავილობის, ზრდის ტემპისა და უერთიერთკომპოზიციის განსასაზღვრად. ამ სამუშაოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება დენდროლოგის დახმარებით ან მის გარეშე ზედაპირული საპროექტო სამუშაოების წარმოება. სურვილის შემთხვევაში კი, სარწყავი და სანიაღვრე სისტემის პროექტირება.

 

ვრცლად ნახვა ნაკლების ნახვა
წარმატებით გაიგზავნა
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა
გამოხმაურებები | ბლოგები და ვლოგები
დატოვე გამოხმაურება ჩვენ შესახებ გამოხმაურების დატოვება

111

პროექტი

100

დამკვეთი

10000

კვადრატული მეტრი

0

დღე დაარსებიდან
სიახლეები | ბლოგები და ვლოგები | სრულად ნახვა
შეავსე ტესტი და გაიგე როგორი დიზაინი შეგეფერება დიზაინის ტესტი

Copyright © 2023 ARCHENOME

გადმორეკვის სერვისი

გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით

Valid Invalid number
თქვენ გვიკავშირდებით არასამუშაო დროს.
შესაძლოა მესენჯერში უფრო სწრაფად გიპასუხოთ.
ისარგებლეთ მიმოწერის ქვედა მარჯვენა ღილაკით ან ზარის ჩასანიშნად დააჭირეთ ღილაკს [გაგრძელება]

გახდი ჩვენი გამომწერი

შემოუერთდით ჩვენს გამომწერებს, მიიღეთ სიახლეები და შეთავაზებები

გამოწერა