რა შეგვიძლია... ამაზე ჯობია სხვებმა ისაუბრონ. რეალური სურათის სანახავად კი შიდა სამზარეულოში უნდა ჩაგახედოთ და ეს არა ჩვენი, არამედ ჩვენი დამკვეთების თვალით დაინახოთ. გაეცნოთ მათ შეფასებებს და გამოცდილებას სწორედ ისე, როგორც ისინი ჰყვებიან.
სფერო ძალიან სპეციფიკურია. ხელოვნება, ფუნქცია, ტექნოლოგიები და მეცნიერების რამდენიმე მიმართულება თავის მხრივ ქმნის პროექტირების ძირითად სტრუქტურას, თუმცა ყველაფერს ისე არაფერი არ ამძაფრებს, როგორც გემოვნება და კომპეტენცია. დიდი კონკურენციისა და არჩევანის პირობებში კი ყველაზე მნიშვნელოვანი გამჭვირვალობაა.
წარმოგიდგენთ გამოხმაურებებს, რომლებიც მოგვითხრობს ჩვენი დამკვეთების გამოცდილებაზე. თავისთავად კომპლიმენტები ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, თუმცა ჯანსაღი კრიტიკა არის ის უმნიშვნელოვანესი მამოტივირებელი ბერკეტი, რითაც საკუთარ თავს არ ვაძლევთ მოდუნების უფლებას. თანმიმდევრული განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი, სწორედ ჩვენი დამკვეთების მოსაზრებებია.
გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით