Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი

გიორგი ჩხენკელი

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საქართველო | თბილისი | საბურთალო

ინტერიერის დიზაინი

დეტალური შეფასება

კომუნიკაცია: [5]
კომპეტენცია: [5]
პროექტი: [5]

5

ჩემი აზრით, პროფესიონალიზმი ხარისხის გარანტიაა. საჭიროებისამებრ სპეციალისტთან მიმართვა გიზოგავს დროს და შესაბამისად ხარჯებს. ამავდროულად, იღებ არა მხოლოდ იმ შედეგს, რომელზეც ოცნებობდი, არამედ მის საუკეთესო ვერსიას. ამ დასკვნას პირადი გამოცდილების საფუძველზე ვაკეთებ, რადგან არაერთხელ მსმენია და მინახავს იმ სირთულეების შესახებ რასაც ადამიანები სარემონტო სამუშაოების დროს აწყდებიან, თუ ის პროფესიონალის ზედამხედველობით არ ხორციელდება. სწორედ ამიტომ, როდესაც ინტერიერის დიზაინი დამჭირდა დავიწყე ამ დარგში სპეციალისტის ძებნა. ინფორმაცია საპროექტო არქენომის შესახებ სოციალური ქსელებიდან მოვიძიე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დიზაინერთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე.

პროექტზე მუშაობის დაწყების შემდეგ დიზაინერმა მოამზადა 5 ვერსია ჩემი, როგორც დამკვეთის მოთხოვნილებების გათვალისწინებით. დეტალური განხილვის შემდეგ არჩევანი ყველაზე მისაღებ ვარიანტზე შევაჩერეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ოთახი ზუსტად ისეთია, როგორიც მჭირდება. თუმცა ამას დიზაინერის გარეშე ვერასდროს მოვახერხებდი, რადგანაც ზონირების და ტიხრების ცვლილებამ, იმის გათვალისწინებით, რომ ბინა პატარაა, მომცა ფართის იდეალურად ათვისების შესაძლებლობა.

მინდა აღვნიშნო, რომ უპირატესობას ხარისხიან მასალას, ლოფტის და მინიმალიზმის სინთეზს, ნაცრისფერ და პასტელურ ფერებს ვანიჭებ, რაც დიზაინერმა პროექტირებისას გაითვალისწინა. ამჟამად ფართი ავეჯის მოწყობის პროცესშია. დიზაინში განსაკუთრებით გამოვყოფდი ვერსაჩეს დიზაინის მიხედვით შერჩეულ სარკეს, რომელშიც ჩაშენებული მაცივარი მოთავსდა, რამაც ფართი ვიზუალურად გაზარდა. ასევე საინტერესო გადაწყვეტილება იყო დეკორატიული სალესი მასალით მოცული კედლები. საძინებელში განსაკუთრებულ ვიზუალს საწოლის თავთან არსებული მარმარილოს ეფექტის კედელი ქმნის, რომელშიც ლენტური განათებაა დაყოლებული. ზოგადად, ინტერიერში უამრავი დეტალია, რომელიც ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს.

რაც შეეხება დიზაინერთან თანამშრომლობას, დიზაინერი ითვალისწინებდა ჩემს სურვილებს და გემოვნებას, უხვად გასცემდა სასარგებლო რჩევებს, რაც კიდევ უფრო მარწმუნებდა მის კვალიფიციურობაში. პროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც რენდერების და ნახაზების სახით გადმომეცა სრულიად გასაგები იყო ჩემთვის და საგრძნობლად გაუმარტივა მუშაობა სარემონტო ჯგუფს ობიექტზე, რამაც სამუშაოების ტემპზეც იქონია ზეგავლენა.

არქენომი არის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ყოველთვის ითვალისწინებს დამკვეთის სურვილებს, ზრუნავს და დროულად აღმოფხვრის სარემონტო სამუშაოებთან თანმხლებ პრობლემებს და ქმნის გემოვნებიან პროდუქტს. გიხდით უდიდეს მადლობას გაწეული დახმარებისთვის და ყველას ვურჩევდი ისარგებლონ ამ კომპანიის სერვისებით!

ასევე იხილეთ რას საუბრობენ სხვები
დატოვე გამოხმაურება ჩვენ შესახებ გამოხმაურების დატოვება
სიახლეები | ბლოგები და ვლოგები | სრულად ნახვა
შეავსე ტესტი და გაიგე როგორი დიზაინი შეგეფერება დიზაინის ტესტი

Copyright © 2025 ARCHENOME

გადმორეკვის სერვისი

გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით

Valid Invalid number
თქვენ გვიკავშირდებით არასამუშაო დროს.
შესაძლოა მესენჯერში უფრო სწრაფად გიპასუხოთ.
ისარგებლეთ მიმოწერის ქვედა მარჯვენა ღილაკით ან ზარის ჩასანიშნად დააჭირეთ ღილაკს [გაგრძელება]

გახდი ჩვენი გამომწერი

შემოუერთდით ჩვენს გამომწერებს, მიიღეთ სიახლეები და შეთავაზებები

გამოწერა