Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი

გვანცა ჯარიაშვილი

ეკონომისტი

საქართველო | თბილისი | საბურთალო

ინტერიერის დიზაინი

დეტალური შეფასება

კომუნიკაცია: [5]
კომპეტენცია: [5]
პროექტი: [5]

5

არქენომის შესახებ მეგობრებისგან გავიგე. რამდენიმე მათგანის ბინის პროექტი სწორედ ამ საპროექტომ შეასრულა. მათი გამოცდილება და რეკომენდაცია გადამწყვეტი აღმოჩნდა რომ არჩევანი მათზე შემეჩერებინა.

პროექტის დასრულების შემდეგ უკვე მეც შემიძლია თამამად გავუწიო რეკომენდაცია ამ საპროექტოს და გაგიზიაროთ გამოცდილება.

მოგეხსენებათ რთულია სამშენებლო კომპანიისგან იდეალური და ინდივიდუალურად მორგებული ფართის მიღება. ბევრი ძებნის შემდეგ არჩევანი შევაჩერე ფართზე, რომელიც უკვე თეთრი კარკასის მდგომარეობაში იყო. არსებული გეგმარება და სირთულეები კი არ იყო დამაკმაყოფილებელი. ფართის მაქსიმალურად ასათვისებლად და საუკეთესო ვერსიის მისაღებად გადავწყვიტე დიზაინერისთვის მიმემართა.

სრული მომსახურების პაკეტი შევიძინე, რაც გულისხმობდა გადაგეგმარებისა და დიზაინის საპროექტო სამუშაოებთან ერთად საავტორო ზედამხედველობასა და მასალების შერჩევაში დახმარებას. მიხარია, რომ ყველაფერი თითქმის ისე გამოვიდა როგორც მინდოდა და ყველა დეტალი განსაკუთრებულია. საბოლოო ჯამში ყველაფერი იმაზე უკეთესია ვიდრე ველოდი.

ამჟამად ფართში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩემი სამსახურის დატვირთული გრაფიკის გამო პროექტმა და საავტორო ზედამხედველობამ მნიშვნელოვანი დახმარება გამიწია მასალების შეძენასა და ხელოსნებთან კომუნიკაციაში. ძირითადად მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებში ვარ ჩართული.

მასალების ძირითადი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე შევიძინე, თუმცა, ჩემი ბინის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, იყო ისეთი დეტალებიც რისი შეკვეთაც გახდა საჭირო. 

ყველას ვურჩევ იდეალურ შემთხვევაში სრულად ან მინიმუმ საბაზისო დონეზე მაინც მიმართონ დიზაინერს საპროექტო სამუშაოებისთვის, რომ არ დაუშვან ის შეცდომები რაც გამოუცდელობით ხშირად ხდება. ერთი შეხედვით მარტივი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან დეტალებში, რასაც უკვე მერე ცხოვრების დროს ხვდები. ასევე, ხშირად რჩება აუთვისებელი ფართი, რომელიც გამოყენებაც შეიძლებოდა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანის ჩართულობა.

თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილი ვარ. უშუალოდ ჩემს პროექტზე იმუშავა ნიკა ბანეთიშვილმა, რომელიც პროფესიონალია და ნამდვილად იცის თავისი საქმე. ითვალისწინებდა ყველაფერს რაც მინდოდა და ერთად ბინის საუკეთესო ვერსია გამოვიყვანეთ. ნიკასთან მუშაობის დროს საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივიღე ისეთ დეტალებზე რასაც ადრე ალბათ ყურადღებას არ მივაქცევდი. იყო რაღაცები რაც მინდოდა და არგუმენტირებულად დამარწმუნა რომ ჩემი მოთხოვნა არ შეესაბამებოდა ფართს ან დიზაინს და მიხსნიდა რატომ ჯობდა სხვანაირად გაკეთება, რაზეც საბოლოოდ აუცილებლად ვთანხმდებოდით. სამომავლოდ თუ კიდევ დამჭირდება პროექტის გაკეთება, აუცილებლად ისევ არქენომს მივმართავ.

 

ასევე იხილეთ რას საუბრობენ სხვები
დატოვე გამოხმაურება ჩვენ შესახებ გამოხმაურების დატოვება
სიახლეები | ბლოგები და ვლოგები | სრულად ნახვა
შეავსე ტესტი და გაიგე როგორი დიზაინი შეგეფერება დიზაინის ტესტი

Copyright © 2025 ARCHENOME

გადმორეკვის სერვისი

გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით

Valid Invalid number
თქვენ გვიკავშირდებით არასამუშაო დროს.
შესაძლოა მესენჯერში უფრო სწრაფად გიპასუხოთ.
ისარგებლეთ მიმოწერის ქვედა მარჯვენა ღილაკით ან ზარის ჩასანიშნად დააჭირეთ ღილაკს [გაგრძელება]

გახდი ჩვენი გამომწერი

შემოუერთდით ჩვენს გამომწერებს, მიიღეთ სიახლეები და შეთავაზებები

გამოწერა