Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი

ქეთი საბაშვილი

ბიზნესის განვითარების მენეჯერი

საქართველო | თბილისი | ბაგები | მეტრა პარკი

ინტერიერის დიზაინი

დეტალური შეფასება

კომუნიკაცია: [5]
კომპეტენცია: [5]
პროექტი: [5]

5

არქენომის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე. დიზაინერისგან მიღებული კონსულტაცია კი გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა, რადგან მსგავს პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება არ მქონია. გეგმარება იყო აუცილებელი პირობა ჩემი ბინისთვის, რასაც მარტო ვერ გავაკეთებდი. დაახლოებით 1-2 კვირა ვიმუშავეთ. დიზაინერმა რამდენიმე ვერსია შემომთავაზა, საიდანაც ერთობლივად ავარჩიეთ ერთი.

 

პროექტმა გაამართლა ჩემი მოლოდინი. ყველა დეტალი გათვლილია სწორად. გეგმარება შესაბამისად გაკეთებული. ყველაზე პრაქტიკულ გადაწყვეტად სააბაზანოს დაგეგმარებას გამოვყოფდი.

 

საგრძნობლად დავზოგე დრო, პროექტის გარეშე მომიწევდა ძალიან ბევრი ფიქრი, თუ რა სად და როგორ გამეკეთებინა, რისი დროც ნამდვილად არ მაქვს.

 

ძალიან სასიამოვნო იყო არქენომთან მუშაობა. ვთვლი, რომ ჩემი დიზაინერი არის თავის საქმის პროფესიონალი, ყურადღებიანი, სწორი ანალიზის უნარით. ის გითმობს იმდენ დროს, რამდენიც გჭირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის კომპანიების მომსახურებაში. დაკვირვება და დეტალებში ჩაღრმავება, ბევრი ვარიანტის შემოთავაზება, რაც გაძლევს თავისუფალი არჩევანის საშუალებას, ეს არის ის დეტალები, რაზეც ვამახვილებ ყურადღებას.

 

ვფიქრობ, რომ ვისაც არ აქვს მსგავს საკითხებში გამოცდილება ძალიან დიდ დროს მოიგებს პროფესიონალ დიზაინერთან ურთიერთობით.  არის დეტალები, რასაც არაპროფესიონალი ვერ გათვლის. შეცდომების თავიდან ასაცილებლად ძალიან კარგია წინასწარ გაწერილი პროექტი. ეს დაგიზოგავთ ბევრ დროს და ენერგიას.

ასევე იხილეთ რას საუბრობენ სხვები
დატოვე გამოხმაურება ჩვენ შესახებ გამოხმაურების დატოვება
სიახლეები | ბლოგები და ვლოგები | სრულად ნახვა
შეავსე ტესტი და გაიგე როგორი დიზაინი შეგეფერება დიზაინის ტესტი

Copyright © 2025 ARCHENOME

გადმორეკვის სერვისი

გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით

Valid Invalid number
თქვენ გვიკავშირდებით არასამუშაო დროს.
შესაძლოა მესენჯერში უფრო სწრაფად გიპასუხოთ.
ისარგებლეთ მიმოწერის ქვედა მარჯვენა ღილაკით ან ზარის ჩასანიშნად დააჭირეთ ღილაკს [გაგრძელება]

გახდი ჩვენი გამომწერი

შემოუერთდით ჩვენს გამომწერებს, მიიღეთ სიახლეები და შეთავაზებები

გამოწერა