Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი

ლელა მემარნიშვილი

ბუღალტერი

საქართველო | თბილისი | დიდუბე

ინტერიერის დიზაინი

დეტალური შეფასება

კომუნიკაცია: [4]
კომპეტენცია: [5]
პროექტი: [5]

4.7

ბინა, რომელიც არქენომმა დაგვიპროექტა ჩვენი ოჯახისთვის მეორე სახლია. სადაც ადრე ვცხოვრობდით იყო დეტალები რაზეც ხშირად ვფიქრობდით რომ აი სხვანაირად რომ გაგვეკეთებინა... სულ ვწუხდით ფართის არასწორ გადანაწილებაზეც. დიზაინერის დახმარება ჩემი დიდი სურვილი იყო. გამომდინარე იქიდან რომ უმეტეს დროს სამსახურში ძირითადად თეთრ კედლებში ვატარებთ, მინდოდა რომ ახალი სახლი ფერადი, კომფორტული და კარგად გადანაწილებული სივრცეებით ყოფილიყო. ძალიან ბევრ პროექტებს ვათვალიერებდით და უბრალოდ მივხვდით რომ ამდენი წვრილმანის გათვლა ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა.

დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში ვმუშაობდით პროექტზე. ბევრი განხილვები გვქონდა, თუმცა ბოლოს ის ვერსია, რაზეც შევთანხმდით, ვფიქრობ რომ, იდეალური გამოვიდა.

დიზაინერი ბინის არჩევის მომენტიდანვე ჩვენთან იყო. გვიწევდა კონსულტაციას და რამდენიმეს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შევაჩერეთ. ბინა არის გამჭოლი და ვიტრაჟებით ყველა ოთახში. ეს იყო გადამწყვეტი რატომაც შევარჩიეთ. ფართი ალბათ იდეალურად გადავანაწილეთ და ავეჯიც საკმაოდ მოსახერხებლად განლაგდა. მაქვს სამზარეულო რომელზეც ვოცნებობდი, სახლი ნათელი ფერებით და დიდი ფუმფულა დივნით.

ამჟამად რემონტი უკვე დასრულებულია და ვცხოვრობთ ბინაში. რემონტის პროცესში შევეცადეთ მაქსიმალურად ზუსტად გავყოლოდით პროექტს და ვფიქრობთ უმეტესწილად ეს მოვახერხეთ. რენდერებსა და რეალურ ოთახებს შორის თითქმის არ არის განსხვავება.

სარემონტო სამუშაოები და ავეჯის დამზადებაც იმ ნახაზებით მიმდინარეობდა რაც არქენომმა მოგვიმზადა. ვფიქრობ რომ არა ეს ნახაზები საკმაოდ გაიწელებოდა როგორც სარემონტო სამუშაოები, ასევე განსაკუთრებით ავეჯის დამზადება. ვმოქმედებდით შეთანხმებულად. ყველას ვუყვები, რომ ძალიან კარგები არიან.

დრო ძალიან დავზოგეთ რადგან გვქონდა  მზა პროექტი, სადაც ყველაფერი სანტიმეტრებში იყო გათვლილი.

ჩემი აზრით თუ  არის ამის შესაძლებლობა აუცილებლად უნდა მიმართოთ დიზაინერს. იმდენი წვრილმანის გათვლა რაც რემონტის პერიოდში შეგხვდებათ წარმოუდგენელია იცოდეს მან, ვინც არ არის გათვითცნობიერებული ასეთ საკითხებში.

ჩვენი დიზაინერი იყო ნიკა ბანეთიშვილი. გვქონდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, პანდემიის გამო კი ძირითადად დისტანციურად ვკონტაქტობდით. ნიკა მაქსიმალურად ცდილობდა რომ ჩვენი სურვილები გაეთვალისწინებინა და კარგი პროექტი მოემზადებინა. ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილება, რომელიც დიზაინერმა მიიღო იყო ფართის დაგეგმარება და ფერები.

თავიდანვე შევთანხმდით რომ ბინა იქნებოდა თანამედროვე სტილში. ვერსიების განხილვისას იცვლებოდა ფერთა გამაც იმის მიხედვით რა მასალა იყო ჩვენთვის მისაღები. უშუალოდ დიზაინზე 2 თვე დაგვჭირდა შეთანხმებისთვის. იყო რამდენიმე ვერსია ბოლოს კი არჩევანი ორ მათგანს შორის გავაკეთეთ.

სამზარეულოში ლურჯი და თეთრი ფერები ავირჩიეთ. მთლიანად სამზარეულო ძალიან სადა არის, თუმცა ლურჯ ნაწილს აქვს ვერტიკალურად დაფრეზილი სწორი ზოლები, რაც ძალიან ეფექტური გამოვიდა. უნდა ვთქვა რომ თავიდან ძალიან არ მინდოდა რომ ჩემს სამზარეულოს თეთრი კარადები ჰქონოდა, თუმცა ნიკამ მაინც გადმოგვიგზავნა თეთრ ფერში გადაწყვეტილი კარადების რენდერები და მართლაც კარგი აღმოჩნდა ასეთი შეხამება. 

განსაკუთრებულად მოგვწონს ტელევიზორის კედლის დეკორატიული ნაწილი, რომელიც  სიმყუდროვეს ქმნის სახლში. ასევე კონსოლი, რომელზეც ჩვენი ოჯახის ფოტოებია და თბილი აურა აქვს. კონსოლის თავზე არის შავ-თეთრი ორი სურათი, ფერების მიუხედავად იგრძნობთ რომ ისევ ბავშვი ხარ და სულ გვეღიმება. ძალიან მიყვარს ნაცრისფერი, ჩემს მეუღლეს ხის ფერები რაც ძალიან კარგად ჩაჯდა აბაზანაში.

ფერები ზუსტად ისე გამოვიდა როგორც გვიყვარს, ესენი არის ლურჯი, ხის ფერი, ნაცრისფერი. მოგვწონდა კიდევ სტაფილოსფერი, თუმცა ნიკამ ყვითელი ფერი შემოგვთავაზა და საკმაოდ თბილი გამოვიდა. რაც შეეხება მასალებს განსაკუთრებული მოთხოვნები არ გვქონია მხოლოდ მაგიდა გვინდოდა აუცილებლად ხის, რაც დიზაინერმა გაითვალისწინა.

თავიდან არ ვიცოდი რა გამოვიდოდა ეს ჩვენთვის პირველი რემონტი იყო, თუმცა ახლა ნამდვილად არაფერს არ შევცვლი.

 

ასევე იხილეთ რას საუბრობენ სხვები
დატოვე გამოხმაურება ჩვენ შესახებ გამოხმაურების დატოვება
სიახლეები | ბლოგები და ვლოგები | სრულად ნახვა
შეავსე ტესტი და გაიგე როგორი დიზაინი შეგეფერება დიზაინის ტესტი

Copyright © 2025 ARCHENOME

გადმორეკვის სერვისი

გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით

Valid Invalid number
თქვენ გვიკავშირდებით არასამუშაო დროს.
შესაძლოა მესენჯერში უფრო სწრაფად გიპასუხოთ.
ისარგებლეთ მიმოწერის ქვედა მარჯვენა ღილაკით ან ზარის ჩასანიშნად დააჭირეთ ღილაკს [გაგრძელება]

გახდი ჩვენი გამომწერი

შემოუერთდით ჩვენს გამომწერებს, მიიღეთ სიახლეები და შეთავაზებები

გამოწერა