Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი

მიხეილ აბრამიშვილი

სცენარისტი

საქართველო | თბილისი | ვარკეთილი

ინტერიერის დიზაინი

დეტალური შეფასება

კომუნიკაცია: [5]
კომპეტენცია: [5]
პროექტი: [5]

5

არც თუ ისე დიდი ფართი შევიძინე და ჩემი მცდელობა აღნიშნული ფართი სრულყოფილად ამეთვისებინა წარუმატებელი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ მივმართე არქენომს.

ფართი არ იყო მთლად იდეალური, ფანჯრები იყურებოდა მხოლოდ ერთ მხარეს, შახტების განლაგებაც ერთი შეხედვით არ იძლეოდა ლავირების საშუალებას, თუმცა შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიამ შემომთავაზა რამდენიმე ხელსაყრელი ნახაზი, რამდენიმე ვერსია. საბოლოოდ ჩემთვის ყველაზე მისაღებ ვარიანტზე ჩამოვყალიბდი და სწორი ტიხრებით და ავეჯის განლაგებით, საუკეთესოდ ავითვისე ფართი.

განსაკუთრებით გამოვყოფ  ჩაშენებულ კარადებს და ასევე მისაღებსა და საძინებელს შორის არაერთგვაროვან ტიხარს, რომელმაც ორივე ოთახში ტელევიზორის კუთხე იდეალურად გამოყო.

მინდა აღვნიშნო რომ პროექტმა მნიშვნელოვნად დააჩქარა სამუშაო პროცესი. ხარჯები საბოლოო ჯამში აღმოჩნდა იმაზე მცირე, ვიდრე გათვალისწინებული მქონდა, მივიღე რჩევები კომპანიისგან სამშენებლო მასალებთან დაკავშირებითაც და ამან ყველაფერი უფრო ბიუჯეტური და ადვილი გახადა.

დიზაინერმა გაითვალისწინა ჩემი გემოვნება და რიგ შემთხვევებში სწორად გადამაფიქრებინა არასწორი მიმართულებიდან, რისთვისაც მადლობელი ვარ. ალბათ ბანალურად ჟღერს, თუმცა 100%-თ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. დიზაინერთან უშუალო კომუნიკაციით, მისი კომპეტენციით და საბოლოო შედეგით.

ჩენი გამოცდილების გათვალისწინებით  ყველას ვურჩევ ფართის დაგეგმარებისას აუცილებლად მიმართონ დიზაინერს, რომელში გადახდილი თანხაც ბევრად უფრო დიდ ეკონომიას გაგაკეთებინებთ და თქვენს ფართსაც თქვენს გემოვნებაზე მორგებულს გახდის. 

 

 

 

 

ასევე იხილეთ რას საუბრობენ სხვები
დატოვე გამოხმაურება ჩვენ შესახებ გამოხმაურების დატოვება
სიახლეები | ბლოგები და ვლოგები | სრულად ნახვა
შეავსე ტესტი და გაიგე როგორი დიზაინი შეგეფერება დიზაინის ტესტი

Copyright © 2025 ARCHENOME

გადმორეკვის სერვისი

გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით

Valid Invalid number
თქვენ გვიკავშირდებით არასამუშაო დროს.
შესაძლოა მესენჯერში უფრო სწრაფად გიპასუხოთ.
ისარგებლეთ მიმოწერის ქვედა მარჯვენა ღილაკით ან ზარის ჩასანიშნად დააჭირეთ ღილაკს [გაგრძელება]

გახდი ჩვენი გამომწერი

შემოუერთდით ჩვენს გამომწერებს, მიიღეთ სიახლეები და შეთავაზებები

გამოწერა