საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დიზაინი მუხათწყაროში
- მდებარეობა: მუხათწყარო
- ფართი: 543.44 მ2
- წელი: 2021-2022
- დამკვეთი: ოჯახი
- პროექტის ავტორები: ნიკა ბანეთიშვილი, სოფო მამარდაშვილი
პროექტის ფილოსოფია
"პროექტზე მუშაობა ზამთარში დავიწყეთ, ადგილზე მისულებს თავისუფალი და უდაბური სივრცე დაგვხვდა, საიდანაც სადღაც შორს ხედი თბილისზე და ლისის ტბაზე იშლებოდა. ჯერ არ იყო დაწყებული გარშემო მშენებლობები. სახლის არქიტექტურაზე მუშაობის პროცესში სხვადასხვა კონცეფცია განვიხილეთ, თუმცა შერჩეული ვერსიის ფორმებმა, სითეთრემ და არასტანდარტულობამ ამ "უდაბნოში" შექმნა მირაჟის განცდა. ალბათ ამაზე უკეთესად ამ სახლს სხვა სახელი ვერ დაახასიათებს, ამიტომაც მას "მირაჟი" ვუწოდეთ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ განწყობის შეტანა ვცადეთ ინტერიერში, სადაც ძირითად შეხვდებით ნათელ, პასტელურ და სიმყუდროვის შემომტან ფერებს.“
სტილი - მოდერნის მინიმალიზმის და სკანდინავიური სტილების ნაზავი.
მთავარი გამოწვევა - მთავარი გამოწვევა იყო გამორჩეული არქიტექტურა. არქიტექტურული ფორმები, კომპოზიციები და პროპორციები არა მხოლოდ ექსტერიერში არამედ ინტერიერშიც არასტანდარტულ და სპეციფიურ მიდგომებს მოითხოვდა. დიდი დრო დასჭირდა რიგი საკითხების განხილვას საუკეთესო შედეგების მისაღებად.
განსაკუთრებული დეტალები - სახლის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი ბუხრის ზონებია, პირველ შემთხვევაში ბუხრის კედლის მთელ სიგრძეზე გაყოლებული შეშა, მწვანე პალმის სტილის მცენარე და ირმის თავის დეკორაცია ტრენდული სკანდინავიური სტილის ელემენტებია, ხოლო მეორე შემთხვევაში ბუხრის ზონა მოდერნის სტილშია გადაწყვეტილი, სადაც მარმარილოს ქვის და ლითონის სინთეზით მისაღებში საინტერესო აქცენტია შექმნილი.
ასევე, ამ სახლის ინტერიერის გამორჩეული დეტალია კაბინეტში თაროებზე დამონტაჟებული ორი კიბე.
გამორჩეული აქცენტია კიბის უჯრედიც, რომლის მოაჯირები მთელ სიგრძეზეა განათებული, მის მარჯვენა მხარეს კი დეკორატიული ქვებია განლაგებული.

































მოწონება
მოწონებულია
0