Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი
Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი

MY GARAGE MY RULES - ავტოფარეხის ინტერიერის დიზაინი

  • მდებარეობა: საქართველო, თბილისი, დიღომი.
  • ფართი:  219.90 მ2
  • წელი: 2023
  • პროექტის ავტორები: ნიკა ბანეთიშვილი, სოფიო მამარდაშვილი
  • დიზაინის სტილი: ინდუსტრიული


პროექტის ფილოსოფია  – ხშირად ავტომობილი მხოლოდ ა-დან ბ პუნქტამდე გადაადგილების საშუალებაზე მეტია. ასე რომ არ იყოს არც ავტომობილებს შორის არ იქნებოდა სხვაობა და არც ამხელა პაექრობას ექნებოდა ადგილი ავტო მწარმოებლებს შორის. არის მომენტები, როდესაც ავტომობილი იმაზე მეტი ხდება ვიდრე ჩვეულებრივი საინჟინრო მექანიზმი. შესაძლოა მას მოჰქონდეს ემოციების, შთაბეჭდილებების, ადრენალინის, სტატუსისა და ცხოვრების სტილის ფორმირება იმდაგვარად რომ გარკვეული სახის ჰობს ან ჰობებს მისცეს დასაბამი. პროექტს საფუძვლად სწორედ ავტომობილისადმი აღმატებული დამოკიდებულება დაედო, მისი მოვლისა და ზრუნვის ჰობმა კი შესაბამისი სივრცის ფორმირების აუცილებლობა შექმნა, სადაც სივრცის მოწყობა უფრო მეტად ავტოსალონის განწყობითა და და ავტომობილის მოვლისთვის ჰობისთვის საჭირო ელემენტებით იქნებოდა დატვირთული. ამ ყველაფერს კი დამატებით ამძაფრებს იგივე სივრცეში მოწყობილი სამზარეულო და სასადილო სივრცე, რომელიც პარკირების ზონისგან ვიტრაჟული კარით არის გამოყოფილი, მისი გაგორებით სივრცეების გაერთიანების შესაძლებლობა ჩნდება. 


მთავარი გამოწვევა - მთავარი გამოწვევა მოცემულ პროექტზე მუშაობისას იყო იმ სტერეოტიპებიდან და მიდგომების ნგრევა, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებსა და წარმოდგენებს ქმნიდა ავტოფარეხთან დაკავშირებით. საწყის ეტაპზე მოლოდინი და შესაძლებლობები იმაზე ნაკლებად ესახებოდა დამკვეთს ვიდრე პერსპექტივა არსებობდა.

ჩვენთვის ჩვეული ფორმით საქმეს შემოქმედებითად მივუდექით. მოვიკვლიეთ როგორც საერთაშორისო გამოცდილება ისე დამკვეთის უშუალო ცხოვრების სტილი, ჰობი და საჭიროებები. ბევრი ისეთი დეტალი გამოიკვეთა, რაზე წარმოდგენაც იქამდე ნაკლებად ან საერთოდ შეიძლება არ არსებულიყო.

კონტექსტისა და დამკვეთის სურვილების გათვალისწინებით შემოქმედებით პროცესში მოხდა ამ სივრცის ფორმირება იმდაგვარად რომ დამკვეთის მოლოდინებს გადააჭარბა.


განსაკუთრებული დეტალები  –  სივრცეში მოწყობილია სამუშაო ზონა ხელსაწყობთან ერთად, სეზონურად საბურავების შესანახი ზონა; მანქანის მოვლისა და სხვა წვრილმანისთვის საჭირო აღჭურვილობა; სამრეცხაო ზონა; ავტომობილის მოსაბრუნებელი ზონა და თითოებული ზონის შესაბამისი განათებით. ავტოფარეხში გავითვალისწინეთ განათების მართვი, კვამლის გამწოვი და სხვა პრაქტიკული დეტალები.

რაც შეეხება სამზარეულოს, ეს მეორე სამზარეულოა ამ სახლში, ძირითადად კი მის ფუნქციად  ერთგვარი სამზარეულო-სახელოსნოს შინაარსი განისაზღვრა, სადაც სამზარეულო სასადილოს ზონიდან გამოყოფილია ბარისა და ტიხრის დახმარებით, ისე რომ ამ საზარეულოში შესაძლებელი იყოს რთული და სპეციფიური კერძების მომზადება, შემდეგ კი მყუდრო სასადილო ზონაში დაგემოვნება. აქვეა საკუჭნაო სამრეცხაო ოთახისა და მცირე რაოდენობის სასმელების შესანახად განკუთვნილი ზონა და სველი წერტილი. ეს სივრცე ერთგვარი მეგობრული და განმარტოებული თავშეყრის სივრცეა შეუზღუდავი დროითა და შესაძლებლობებით.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს ცრემლდაღარული მეტალის ფირფიტა, რომლითაც გავაძლიერეთ ინდუსტრიული სტილი შეგრძნება, მისით არის მოპირკეთებული ავტოფარეხის კედლების ნაწილი და ერთგავრ დამცავი ზღურბლისა და პლინტუსის ფუნქციას ასრულებს.

ასევე სამზარეულოში გამოყენებული შირმა, რომელსაც ერთგვარად ბრას ფუნქციაც აქვს შეთავსებული და ასევე თავად ფორმა თანამედროვეობის ემოციურ განწყობას ქმნის. უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ავტოფარეხის კედლის პრინტები, რომლებზეც რეტრო სტილის მანქანებია გამოსახული, ეს უკანასკნელი კი დამკვეთის ძველი წარმოების მანქანების მიმართ ინტერესიდან გამომდინარე შეირჩა. პროექტში გამოყენებულია პეტრე ოცხელისა და მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები, რომელბიც სამზარეულოს ფერთა პალიტრას ეხმიანება და ერთგვარ სიმყუროვეს ქმნის.











Log In Facebook
სიახლეები | ბლოგები და ვლოგები | სრულად ნახვა
შეავსე ტესტი და გაიგე როგორი დიზაინი შეგეფერება დიზაინის ტესტი

Copyright © 2025 ARCHENOME

გადმორეკვის სერვისი

გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით

Valid Invalid number
თქვენ გვიკავშირდებით არასამუშაო დროს.
შესაძლოა მესენჯერში უფრო სწრაფად გიპასუხოთ.
ისარგებლეთ მიმოწერის ქვედა მარჯვენა ღილაკით ან ზარის ჩასანიშნად დააჭირეთ ღილაკს [გაგრძელება]

გახდი ჩვენი გამომწერი

შემოუერთდით ჩვენს გამომწერებს, მიიღეთ სიახლეები და შეთავაზებები

გამოწერა