Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი
Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
მთავარი ინფორმაცია სერვისები პროექტები ტესტი ბლოგი შეთავაზებები გამოხმაურება კონტაქტი

SAHARA GARDENS - ინტერიერის დიზაინი

  • დანიშნულება: საცხოვრებელი ბინა;
  • მდებარეობა: საქართველო, Tbilisi Gerdens საცხოვრებელი კომპლექსი;
  • ფართი: 106 მ2;
  • წელი: 2023-2024;
  • ეტაპი: რემონტის პროცესში;
  • პროექტის ავტორები: ნიკა ბანეთიშვილი, სოფიო მამარდაშვილი.

პროექტის ფილოსოფია - ბალანსი ეს არის ის უმნიშვნელოვანესი კრედო, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი და ფუნქცია უკავია ჩვენ შემოქმედებით პროცესში. ბალანსირებისას კონტრასტები და დოზირება ვფიქრობთ იძლევა ენით აღუწერელ შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა აქციოს ჩვენი პროექტები და ხელწერა განსაკუთრებულად.

ინტერიერში ბალანსი ქმნის სიმფონიას თვალისა და ცხოვრებისთვის. დაუღალავი შრომა, მრავალფეროვნებისკენ ლტოლვა, გამუდმებული ძიების პროცესი საკუთარ თავსა და პროექტში მიმართულია იმ განსაკუთრებული სიმფონიის შექმნისკენ, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურისთვის, ადამიანისთვის შექმნის ინდივიდუალურ ობიექტებითა და ობიექტებს შორის სივრცეებით დაბალანსებულ სიმფონიას.

შესავალი რითაც დაიწყო ამ ამბის თხრობა არის მოსამზადებელი წინაპირობა, ვფიქრობთ ყველა მკითხველმა თუ მნახველმა უნდა იცოდეს ამ პროექტის მთავარი შთაგონების წყაროს შესახებ.

ვინაიდან ჩვენთვის ყველა პროექტი განსაკუთრებულია და ყოველთვის ვახერხებთ არავერბალური კომუნიკაციის დამყარებას, ამ პროექტში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისმა მდებარეობამ. 









მოცემული აპარტამენტი მდებარეობს თბილისი გარდენსის კომპლექსში რიგით მეორე ცათამბჯენში მაღალ სართულზე. ფართი რამდენადაც ახლოს არის კომპლექსისთვის დამახასიათებელ სიმწვანესთან, იმდენად შორს არის მაღალი სართულის გამო. სწორედ ამან განაპირობა ინტერიერის აქცენტურ ფერად მწვანე ფერის შერჩევა. მწვანე ფერი ტექსტილითა და მცენარეების სახით შემოვიდა ინტერიერში, ხოლო მასთან შეხამებული საჰარისებური კერამიკული ფილების ზედაპირების და სტრუქტურის კონტრასტულობით განსაკუთრებული მცდელობა არ დავიშურეთ ბალანსის მისაღებად. ბინა არ არის გათვლილი მუდმივი ცხოვრებისათვის. ის ძირითადად დროებით სამყოფელს წარმოადგენს, შესაბამისად, ფერებისა და მასალების შერჩევის პროცესში ამ ფაქტმა განსაკუთრებული როლი ითამაშა.













შევეცადეთ სივრცე ზედმეტი ძალისხმევის საჭიროებისგან დაცლილი ყოფილიყო, მარტივად მოსავლელი მასალებისა და ფერების წყალობით ყოველი მასთან კომუნიკაცია გავამარტივეთ. ხოლო ბუნებრივი მასალებისა და ფერების წყალობით ის მდიდრული თუ მყუდრო აურა ჩამოვაყალიბეთ რაც მასში ცხოვრებისას განტვირთვისა და კონცენტრაციის საშუალებას შექმნიდა. 

















Log In Facebook
სიახლეები | ბლოგები და ვლოგები | სრულად ნახვა
შეავსე ტესტი და გაიგე როგორი დიზაინი შეგეფერება დიზაინის ტესტი

Copyright © 2025 ARCHENOME

გადმორეკვის სერვისი

გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ველები და ჩვენ დაგიკავშირდებით

Valid Invalid number
თქვენ გვიკავშირდებით არასამუშაო დროს.
შესაძლოა მესენჯერში უფრო სწრაფად გიპასუხოთ.
ისარგებლეთ მიმოწერის ქვედა მარჯვენა ღილაკით ან ზარის ჩასანიშნად დააჭირეთ ღილაკს [გაგრძელება]

გახდი ჩვენი გამომწერი

შემოუერთდით ჩვენს გამომწერებს, მიიღეთ სიახლეები და შეთავაზებები

გამოწერა