- დანიშნულება: სტომატოლოგიური კლინიკა;
- მდებარეობა: საქართველო, თბილისი, ევროპის უნივერსიტეტი
- ფართი: 180 მ2
- წელი: 2024-2025
- პროექტის ავტორი: ნიკა ბანეთიშვილი, სანდრო სამადაშვილი.
პროექტის ფილოსოფია – მოცემული კლინიკის გაფართოების პროექტი წარმოადგენს არამარტო ფიზიკური სივრცის გაზრდას, არამედ იდეის
დახვეწასა და განვითარების ბუნებრივ პროცესს. ეს კლინიკა უნიკალურია იმით, რომ ის ევროპის უნივერსიტეტის სამედიცინო კორპუსის ნაწილია, სადაც კლინიკური პრაქტიკა და აკადემიური განათლება ერთმანეთს ერწყმის, ქმნის
რა გარემოს, სადაც ცოდნა მხოლოდ თეორიული არ არის, არამედ პრაქტიკაში გადმოდის და ღირებულ გამოცდილებად ყალიბდება.
ჩვენს წინაშე იდგა ამოცანა, შეგვექმნა სივრცე, რომელიც იქნებოდა როგორც სასწავლო, ისე კლინიკური — ფუნქციურად გამართული, ტექნოლოგიურად სრულყოფილი და ესთეტიკურად დახვეწილი. ადგილი, სადაც სტუდენტები
პირველივე დღიდან შეიგრძნობენ სამედიცინო საქმიანობის სიღრმეს, გაიაზრებენ საერთაშორისო სტანდარტებისა და ერგონომიული ნორმების მნიშვნელობას და ამ ცოდნას მომავალში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაიტანენ.
პროექტის პირველი ფაზა უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს და თავდაპირველი მიზნების მიღწევაში ეფექტიანად გვიჩვენებს თავის შესაძლებლობებს. მეორე ფაზა კი ამ მიღწევების გაგრძელება და გაუმჯობესებული მოდელის განხორციელებაა — არა მხოლოდ გაფართოება, არამედ განვითარების ახალი ეტაპი.
ჩვენ გვჯერა, რომ გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც სწავლის, ისე კლინიკურ პრაქტიკაზე. ამიტომ ვცდილობთ, შევქმნათ სივრცე, რომელიც სტუდენტებს, ექიმებსა და პაციენტებს მისცემს შესაძლებლობას, უკეთ გაითავისონ პროცესი, მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი უნარები და ამით ხელი შეუწყონ მედიცინის, როგორც მეცნიერებისა და ჰუმანური მისიის, სრულფასოვან განვითარებას.







.webp)
.webp)
.webp)








image widget
მოწონება
მოწონებულია
0